პოლიტიკა
ხვალ ცესკოში ბრიფინგები გაიმართება
ცესკო აქვეყნებს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს 2016 წლის 22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის დღისთვის
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, უწყება ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 22 ოქტომბრის დილის 08:30 სთ-დან პერიოდულად საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
დილის 07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგია: 8:30 სთ; 12:30 სთ; 17:30 სთ; 20:30 სთ;
განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი კენჭისყრა ხვალ ზუგდიდისა და მარნეულის რამდენიმე უბანზხე გაიმართება.