უკან

საზოგადოება

1 მარტი, 2017 18:45
font-size

ხვალ უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2ის მხარდმაჭერი აქცია გაიმართება

რუსთავი 2 ხვალ უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ხვალ 12:30-დან რუსთავი 2-ს საღამომდე უწყვეტი მაუწყებლობა ექნება.

,,რუსთავი 2 აგრძელებს მაუწყებლობას. ჩვენ ვაანონსებთ ხვალ საპროტესტო აქციას უზენაეს სასამართლოსთან. 12:30 საათიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს’’, - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ხვალ გადაწყდება არა მარტო რუსთავი 2-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში.

,,ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ხვალ უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტს საკუთარ ბედსაც, როგორც სასამართლო სისტემის, ასევე პერსონალურად ყველა მოსამართლე გადაწყვეტს საკუთარ ბედს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეები მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებას და ნებისმიერი გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ იქნება უკანონო, ყოველი მათგანი ხელს მოაწერს საკუთარ პროფესიულ და კარიერულ თვითლიკვიდაციას. ეს იქნება პროფესიული და კარიერული სუიციდი.
ნებისმიერი ვითარება, როდესაც ამ ქვეყანაში არ იქნება ოლიგარქიული ავტოკრატია, დაასრულებს მათ კარიერასაც და მათ პროფესიულ არსებობას ტერიტორიაზე სახელწოდებით საქართველო.

ეს ხელისუფლება არ არის მუდმივი, მუდმივი არის პროფესიული ღირსება და სინდისი. ასე რომ, ყველა მოსამართლეს მოვუწოდებ, გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი პროფესიული ღირსების, სინდისის. შინაგანი რწმენისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

რუსთავი 2 მზად არის საქმის ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის დამარცხებისთვისაც ამ უთანასოწრო და უკანონო ბრძოლაში ქვეყნის ხელისუფლებასთან და ერთ კონკრეტულ ადამიანთან, ოლიგარქთან, რომელიც თამაშობს ადამიანების ბედით, სიტყვის თავისუფლებით, დემოკრატიით და ქვეყნის მომავლით’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

როგორ გეგმავდნენ ივანიშვილის ჩამოშორებას კვირიკაშვილი და ხაზარაძე – ვიდეო

19 იანვარი, 2019 , 12:40

ტელეკომპანია “რუსთავი2“- ის  დღევანდელ შაბათის კურიერში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ აპირებდნენ პრემიერი კვირიკაშვილი და ბანკირი ხაზარაძე ივანიშვილის გადაგდებას.

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი, 2019 , 09:14

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში

სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში დახმარება არ გაუუქმდებათ

18 იანვარი, 2019 , 16:14

საქართველოს მთავრობის ინიციატივით სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ. მეორე წლის განმავლობაში კი, ყველა არამონეტარული შეღავა

ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების დეცენტრალიზაციას - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:59

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარდგენისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების დეცენტრალიზაცია ყველა მიმართულებით და სა

აფეთქება არ დასტურდება - „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება გეთიას ქუჩაზე დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით

18 იანვარი, 2019 , 15:31

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე

აუცილებელია პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:29

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიაში შემოვიდნენ ახალი კადრები, მოხდეს ახალგა