უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ნოემბერი, 2021 10:45
font-size

გიორგი ხანიშვილი ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის 2018-2021 წლების საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის 2018-2021 წლების საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობა ნუშის და კაკლის მწარმოებელმა ფერმერებმა და აღნიშნულ აგროინდუსტრიაში ჩართულმა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

„სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები 2013 წლიდან ხორციელდება. ათეულობით მილიონი ლარია ჩადებული როგორც პირველად წარმოებაში, ისე გადამმუშავებელ და შემნახველ მეურნეობაში. ეს ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია. უახლოეს 5-6 წელიწადში, როგორც ნუში, ისე კაკალი, იქცევა ძალიან მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციად. სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება, უკვე მომზადებულია, როგორც ნუშის, ისე კაკლის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტი და მას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს. ეს დოკუმენტები ხელს უწყობს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ვალდებულების შესრულებას და ისეთი საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, რომელიც მიაწოდებს ქვეყნის შიდა ბაზარს მაღალხარისხიან პროდუქციას და, ამავე დროს, დააკმაყოფილებს ყველა ევროპული თუ არაევროპული ქვეყნის მოთხოვნებს”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინფორმაციაშია ნათქვამი, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ, 2020 წლის დეკემბერში, UშAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მხარდაჭერა მიიღო, რომლის ფარგლებში აქტიურად დაიწყო ამ აგროინდუსტრიის გაძლიერების ღონისძიებების განხორციელება.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლაშა ჯუღელის განცხადებით ასოციაცია 2018 წელს შეიქმნა და, დღეისათვის, მასში გაერთიანებულია 30-ზე მეტი ფერმერი; ასოციაციასთან 800-მდე მწარმოებელი თანამშრომლობს.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი