უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 მარტი, 2016 12:30
font-size

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 80 მისამართზე მიმდინარეობს, აქედან ბრტყელი და ქანობიანი სახურავის შეკეთების მიზნით , 30 ობიექტზე სამუშაოები ტარდება.

რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დ.აბაშიძის ქ.N9-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობით და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

„საცხოვრებელი სახლის სახურავების გადახურვის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხანია დგას, რაც განპირობებულია, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზებით. შენობების უმეტესობა არის ძველი, თუმცა სახურავები მრავალი წელია არ შეკეთებულა. სახურავის შეცვლა თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი, რის შედეგადაც გამგეობა გასაწევი სამუშაოს ღირებულების 80%-ს აფინანსებს. ცხადია, რომ მოქალაქეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. აღნიშნული მისამართის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ წერილობით მოგვმართა. საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა რომ მდგომარეობა სავალალო იყო და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება მივიღეთ.“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

დ.აბაშიძის ქ.N9-ში სახურავების შესაკეთებლად 28 160 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა სახურავის დამჭერი ხის მასალა და მოხდა თუნუქის სახურავით გადახურვა. აღნიშნულ მისამართებზე 17 ოჯახი ცხოვრობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის 30 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 9 ათას 50 კვადრატული მეტრის, სახურავების კაპიტალური რემონტისთვის უკვე გამოიყო 252 ათას 750 ლარი.

ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 314 განცხადება არის შესული.

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ