უკან

მოზაიკა

5 დეკემბერი, 2017 15:30
font-size

ხვალიდან ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ნავარაუდევია თოვა, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +4, +9; მთაში +1, +6; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა ნავარაუდევი. მთაში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: +6, +11; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -4, +1 (ზოგან -7-მდე) გრადუსი.

თბილისში წვიმაა ნავარაუდევი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +8 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა