უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2019 11:00
font-size

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება - გიორგი გახარია

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან აბსოლუტურად ღია საუბარი შედგა მიმდინარე პრობლემებზე.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ, აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორული მემკვიდრეობის და ისტორიის გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ასევე მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია

6 ივნისი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 კი კარანტინში იმყოფებოდა. „დღეს მხოლოდ 3 ახალი დ

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

6 ივნისი, 2020 , 10:45

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ, რათა მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც ნელ-ნელა ავამუშაოთ - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:35

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!