უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 თებერვალი, 2018 11:25
font-size

ხვალიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ

თბილისის მერია დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, პირველი მარტიდან საპილოტე პროექტს იწყებს, რომელიც ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლას ითვალისწინებს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ.

საპილოტე რეჟიმში ერთვება ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, რადიანის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, შატბერაშვილის ქუჩა, ჯანაშვილის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, ატენის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, ელიავას ქუჩა, ცხვედაძის ქუჩა, მარუხის გმირების ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, გაბაშვილის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მარაბდის ქუჩა, მოსეშვილის ქუჩა, დარიალის ქუჩა და კეკელიძის ქუჩა.

„პროექტის წარმატებისთვის საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა გადამწყვეტია, რაც მათი მხრიდან კონტეინერების არა დღის განმავლობაში, არამედ 21:00 საათიდან ავსებას ითვალისწინებს.

ახალი გრაფიკი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გარკვეულწილად, მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, პილოტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, აღნიშნული მიდგომა მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

18 თებერვალი, 2020 , 18:38

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის  -  „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნულ ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარ

``სინდისი`` საჩუქრად ოლიგარქს სასაჩუქრე ყუთით

18 თებერვალი, 2020 , 16:30

მოძრაობა ''გაბედეს'' და სამოქალაქო აქტივისტებმა, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე შუშის სასახლესთან მიულოცეს და საჩუქრად ''სინდისი'', სასაჩუქრე ყუთით მიუტანეს. ''ამ ყუთში დევს ისეთი რამ რაც მას არ გააჩნია, მაგრამ მას გააჩ

გუგული მაღრაძე `თამბაქოს კონტროლის შესახებ` საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებული ინიციატივას უარყოფითად აფასებს

18 თებერვალი, 2020 , 16:05

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტ

თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

18 თებერვალი, 2020 , 16:05

თბილისში, კერძოდ, ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი. კალაძის განცხადებით, მულტიფუნქც

აჭარის ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას და არა მმართველ პარტიას - „თავისუფალი საქართველო“

18 თებერვალი, 2020 , 15:30

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის კომიტეტი ეხმაურება. კომიტეტის წევრების განცხადებით, დღეს ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის მითვისების მცდელობებს, რაც არავით

საქართველოს ეროვნული ბანკი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებს აქვეყნებს

18 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსებს ჩარჩოს განვითარების ფარგლებში მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელებას განაგრძობს. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`