უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
ხვალ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა 02.05.2012 19:17

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. ეს თარიღი 1991 წელს ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში გამართულ რეგიონულ სემინარზე დაწესდა, რომელიც დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას შეეხებოდა.მისმა მონაწილე ჟურნალისტებმა იუნესკოსთან თანამშრომლობით ე.წ. ვინდჰუკის დეკლარაცია, რომლითაც ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფისაკენ მოუწოდეს. მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე სწორედ 3 მაისს აღენიშნა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“