უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

15 იანვარი, 2024 08:00
font-size

დღის კალენდარი _ 15 იანვარი

წლის მე-15 დღეახალ წლამდე დარჩა 350 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდათა შორის მამისა ჩვენისა სილიბისტრო რომის პაპისა (335). მოწამისა თეოგენისა, პარიელ ეპისკოპოსისა (დაახლ. 310). ღირსი სერაფიმე საროველისასასწაულთმოქმედისა (1833), მოწამისა გიორგი გურჯისა (1770-1777), მოწამისა ბასილი ანკვირელისა, რომელი იწამა კესარიას, ღირსი დედისა თეოდოტიას; მღვდელმოწამე ისიდორესი, ანტიოქიის ასურეთიდან,; ღირსისა მარკოზ ყრუისა; კოზმა I-სა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა (1081); მართლისა სერიოლოს ვალიელისა (VI).

წმ. სილიბისტრო რომის პაპისა (335); მღვდელმოწამე თეოგენესი, ჰელესპონტოს პაროსის ეპისკოპოსისა (320); მოწამისა გიორგი ივერიელისა, ლესბოსის მკვიდრისა (1770/77); ღირსისა სერაფიმე საროველისა, სასწაულთმოქმედისა (1833)*; კოზმან I-ისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა, სასწაულთმოქმედისა (1081).

წმიდა პაპი რომისა სილიბისტრო დაიბადა რომში ღვთისმოშიში ქრისტიანების, რუთინესა და იუსტის ოჯახში. მოძღვარმა კვირინემ სილიბისტროს კარგი განათლება მისცა და ჭეშმარიტ ქრისტიანადაც აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა დაიწყო მწირებსა და ღარიბებზე ზრუნვა. ქრისტიანთა დევნის დროს შეიფარა ეპისკოპოსი ტიმოთე. მალე სილიბისტრო შეიპყრო ქალაქის მმართველმა ტარკვინიუსმა, რომელიც ქრისტესგან განდგომას აიძულებდა. ის დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი გარდაიცვალა და სილიბისტრომ თავისუფლება მიიღო. 30 წლის ასაკში ის რომის პაპმა მარცელინმა მიიღო რომის ეკლესიის სამღვდელოთა შორის და ჯერ დიაკვნად აკურთხა, მცირე ხნის შემდეგ კი ხუცესად დაასხა ხელი. რომის პაპის მელიქიადეს გარდაცვალების შემდეგ რომის ეპისკოპოსად წმიდა სილიბისტრო აირჩიეს. წმიდა პაპი სილიბისტრო ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში რომის ეკლესიას განაგებდა. იგი მშვიდობით ჩაბარდა უფალს ღრმად მოხუცებული.

წმიდა მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო IV საუკუნის დასაწყისში. კონსტანტინე დიდის თანაგანმგებლის, იმპერატორ ლიკინიუსის მეფობის დროს თეოგენს აიძულებდნენ მიეტოვებინა სამღვდელო ღირსება და სამხედრო სამსახურში ჩამდგარიყო. თეოგენმა მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც სასტიკად ჰგვემეს ჯოხებითა და საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ ზღვაში დახრჩობა გადაუწყვიტეს. აღსასრულის წინ წმიდანმა მცირე დრო ითხოვა ლოცვისთვის, რის დროსაც თეოგენი ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა. მღვდელმთავარმა თეოგენმა მოწამეობრივი აღსასრული დაახლოებით 320 წელს მიიღო.

სწავლება ამპარტავნების შესახებ

დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავ. 16:18)

იმ ყველაფრისგან, რაც არსებობს სამყაროს ოთხივ კუთხეში, სისულელისა და დემონური სიცრუის გარდა რას შეუძლია, რომ მოკვდავი ადამიანები გაგვაამაყოს?! განა შიშველი და საცოდავი არ მოვედით ამ წუთისოფელში და ასეთივე არ დავშორდებით მას? განა ვალად არ გვადევს ყველაფერი, რაც გვაქვს და განა არ მოგვიწევს მათი დაბრუნება, როცა სიკვდილი მოვა? ეჰ, რამდენჯერ ითქვა ეს და არ შევისმინეთ! „რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ“ (1 ტიმ. 6:7), - ბრძანებს პავლე მოციქული. და როცა მსხვერპლს ვწირავთ ღმერთს, ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს, ვამბობთ: „შენნი შენთაგან შენთვის შემწირველნი!“ - რადგან ამქვეყნად არაფერი გვაქვს ჩვენი საკუთარი: არც პურის ნამცეცი, არც ღვინის წვეთი - არაფერი, თუ ღვთისგან არ მოგვეცა რამე. ჭეშმარიტად, ჭკუასუსტობის ქალიშვილია ამპარტავნება, დაბნელებული გონების ქალიშვილი, რომელიც უშმაკთან უგნური კავშირით დაიბადა.

ამპარტავნება განიერი ფანჯარაა, საიდანაც სწრაფად ნიავდება ყველა ჩვენი დამსახურება და კეთილი საქმე. არაფერი ისე ცარიელად არ გვაქცევს ადამიანთა წინაშე და უღირსად – ღვთის წინაშე, როგორც ამპარტავნება. და თუ ღმერთი არ არის ამპარტავანი, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ასეთები? ვის აქვს უფალზე მეტი უფლება, რომ იამაყოს, რადგან მან შექმნა სამყარო და თავისი ძალით უპყრია ის? მაგრამ, შეხედეთ, უფალი დამდაბლდა მსახურამდე, მთელი სამყაროს მსახურამდე: თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე!

ჰოი, თავმდაბალო უფალო, ამოშანთე ჩვენს გულში ეშმაკეული ამპარტავნების თესლი შენი წმიდა სულის ცეცხლით და დათესე იქ კეთილშობილი სიმდაბლისა და მორჩილების მარცვალი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.

წმიდა ნიკოლოზ სერბი

დაიბადნენ:

1622 — მოლიერი (ჟან ბატისტ პოკლენი), ფრანგული კლასიციზმის ხანის დიდი დრამატურგი. გარდაიცვალა 1673 წელს.

1809 — პიერ ჟოზეფ პრუდონი, ფრანგი სოციალისტი, ანარქიზმის თეორეტიკოსი. გარდაიცვალა 1865 წელს.

1821 — მიხაილ სალტიკოვ-შჩედრინი, გამოჩენილი რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1889 წელს.

1841 — არხიპ კუინჯი, ცნობილი რუსი მხატვარი. გარდაიცვალა 1918 წელს.

1845 — ნიკო ცხვედაძე, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართული გიმნაზიის (მომავალი ქართული უნივერსიტეტისთვის გათვალისწინებული შენობის) აგების საქმეს. გარდაიცვალა 1911 წელს.

1850 — სოფია კოვალევსკაია, ცნობილი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1891 წელს.

1888 _ ვასილ ვარაზაშვილი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1969 წელს.

1891 — ოსიპ მანდელშტამი, გამოჩენილი რუსეთელი პოეტი. დახვრიტეს 1938 წელს.

1909 — იოსებ თუმანოვი (თუმანიშვილი), ცნობილი თეატრალური მოღვაწე, მოღვაწეობდა რუსეთში.

1921 — ჯუმბერ ჭუმბურიძე, ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი.

1929 — მარტინ ლუთერ კინგი, ამერიკელი რელიგიური მოღვაწე, პასტორი. გარდაიცვალა 1968 წელს.

გარდაიცვალნენ:

1815 — ემა ჰამილტონი, ადმირალ ნელსონის საყვარელი.

1934 — ბარ ჰერმანი, ავსტრიელი მწერალ-დრამატურგი.

მოვლენები:

1703 წელიმოსკოვში გამოვიდა პირველი ნომერი გაზეთისა „რუსული უწყებანი“.

1759 წელილონდონში ბრიტანეთის მუზეუმი გაიხსნა.

1797 წელიავსტრიამ, პრუსიამ და რუსეთმა პოლონეთი საბოლოოდ, მესამედ გაიყვეს.

1880 წელილონდონის სატელეფონო კომპანიამ გამოუშვა პირველი სატელეფონო წიგნი, სადაც 255 სახელი შევიდა.

1892 წელიქალაქ სპრინგფილდის უნივერსიტეტის გაზეთში პირველად დაიბეჭდა კალათბურთის თამაშის წესები.

1897 წელირუსეთში ოქროს მიმოქცევა დაიწყო. გაჩნდა ოქროს მონეტები — იმპერიალი და ნახევარიმპერიალი, ოქროზე იცვლებოდა სხვა დანარჩენი ფულადი ნიშნები. რუბლი ყველაზე მყარი ვალუტა გახდა მსოფლიოში.

1922 წელიმაიკლ კოლინზი გახდა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს დროებითი მთავრობის პირველი პრემიერ-მინისტრი.

1943 წელიდასრულდა პენტაგონის მშენებლობა, რომელიც 16 თვეს გრძელდებოდა და 83 მილიონი დოლარი დაჯდა.

1971 წელიეგვიპტეში საზეიმოდ გაიხსნა ასუანის კაშხალი.

1973 წელიაშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა შეწყვიტა სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ.

1992 წელიევროპულმა კავშირმა ცნო სლოვენიისა და ხორვატიის დამოუკიდებლობა, რითაც დაიწყო ყოფილი იუგოსლავიის დაშლა.

2010 - ათასწლეულის ყველაზე ხანგრძლივი მზის დაბნელება მოხდა აფრიკის, ინდოეთის ოკეანისა და აზიის ტერიტორიაზე.

ირსსახსოვარი დღეები:

იაპონიასრულწლოვანთა დღე.

ვენესუელამასწავლებლის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი