უკან

დღის კალენდარი

11 დეკემბერი, 2021 08:15
font-size

დღის კალენდარი - 11 დეკემბერი

წლის 346-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 20 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა ღირსმოწამისა და აღმსარებლისა სტეფანე ახლისა (767); მოწამეების: ირინარქისა და მისთანა შვიდთა წმიდა დედათა (303); მოწამეთა: სტეფანესი, ბასილისა, გრიგოლისა, სხვა გრიგოლისა, იოანესი და მრავალთა სხვათა (VIII).

წმიდა ღირსმოწამე და აღმსარებელი სტეფანე ახალი დაიბადა კონსტანტინოპოლში, 715 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში.

ამ ხანებში იმპერატორმა ლევ ისავრიელმა წმიდა ხატებისა და მათ თაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო. წმიდა სტეფანეს მშობლები, რომელთაც მეტად ამძიმებდა გარშემო გამეფებული უკეთურება, კონსტანტინეპოლიდან ბითვინიაში წავიდნენ, ხოლო თავიანთი 16 წლის ძე მორჩილად მისცეს წმიდა აქვსენტის მთაზე ერთ განმარტოებულ ალაგას მოსაგრე ბერს, ნეტარ იოანეს, სადაც მან 15 წელი დაჰყო.

ლევ ისავრიელი საიმპერატორო ტახტზე კონსტანტინე კოპრონიმმა შეცვალა, რომელიც კიდევ უფრო მძვინვარე მდევნელი იყო მართლმადიდებელი კეთილმსახურებისა.

მწვალებლებმა კონსტანტინე კოპრონიმის ბრძანებით შეიპყრეს სტეფანე და ხან მუქარით და ხან მოსყიდვით ცდილობდნენ მის გადაბირებას, მაგრამ ამაოდ.

მაშინ კონსტანტინე კოპრონიმმა ბრძანა წმიდანი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაესახლებინათ. მაგრამ წმიდანმა იქაც მოახერხა მართლმადიდებლობის განმტკიცება. ამის გამო ის კუნძულ თაროსზე გადაიყვანეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შემდეგ ბორკილები დაადეს. საპყრობილეში სტეფანემ 2 თვე დაჰყო.

წმიდა ღირსმოწამემ და აღმსარებელმა სტეფანე ახალმა 767 წელს მიიღო მოწამებრივი აღსასრული.

წმიდა მოწამე ირინარქი და მასთან ერთად შვიდი დედაკაცი იმპერატორ დიოკლიტიანეს მეფობის ჟამს ევნენ ქრისტეს სახელისათვის, უსასტიკეს სატანჯველთა დათმენის შემდეგ მტარვალებმა მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და მრავალი სხვანი წმიდა ხატების თაყვანისცემისთვის ევნენ ღირსმოწამე სტეფანე ახალთან ერთად, რომელთანაც მანამდე საპყრობილეში იტანჯებოდნენ. წმიდანის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ ისინიც სიკვდილით დასაჯეს.

დაიბადნენ:

1475 — ლევ X (ჯოვანი მედიჩი), რომის პაპი. გარდაიცვალა 1521 წელს.

1803 — ჰექტორ ლუი ბერლიოზი, ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, მწერალი. გარდაიცვალა 1869 წელს.

1810 — ალფრედ დე მიუსე, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1857 წელს.

1843 — რობერტ კოხი, გერმანელი მიკრობიოლოგი. გარდაიცვალა 1910 წელს.

1864 — მორის ლებლანი, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1941 წელს.

1882 — მაქს ბორნი, გერმანელი ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1970 წელს.

1913 — ჟან მარე, ფრანგი მსახიობი. გარდაიცვალა 1998 წელს.

1930 — ჟან ლუი ტრენტინიანი, ფრანგი მსახიობი.

1931 _ ანზორ სალუქვაძე, მწერალი. გარდაიცვალა 2001 წელს.

გარდაიცვალნენ:

1686 — ლუი II კონდე, ჰერცოგი ბურბონთა დინასტიიდან.

1880 — ოლივერ ფიშერ ვინჩესტერი, ამერიკელი იარაღის გამომგონებელი.

1945 — შარლ ფაბრი, ფრანგი ფიზიკოსი.

მოვლენები:

1816 წელი — ინდიანა აშშ-ს მე-19 შტატი გახდა.

1894 წელი — პარიზში პირველად გაიხსნა ავტოგამოფენა, სადაც ცხრა ფირმა მონაწილეობდა.

1909 წელი — დაიწყო ფერადი კინემატოგრაფიის ერა. ნიუ-იორკში პირველი ფერადი ფილმი აჩვენეს.

1941 წელი — გერმანიამ და იტალიამ აშშ-ს ომი გამოუცხადეს.

1946 წელი — გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია გენოციდის წინააღმდეგ.

1956 წელი — პოლონეთში ანტისაბჭოთა დემონსტრაციები გაიმართა.

1990 წელი — დაიწყო აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მოლაპარაკება მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდების შეზღუდვის შესახებ.

1994 წელი — რუსეთის არმიამ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“.

ღირსსახსოვარი დღეები:

საბავშვო ტელემაუწყებლობის მსოფლიო დღე.

რუსეთი — დაღუპულ ჟურნალისტთა დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი