ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია გაეთიშება
01.05.2012 18:23
სარემონტო სამუშაოების გამო, 2 მაისს 11 საათიდან 17 საათამდე მთაწმინდის და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, კოსტავას, თამარაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დროის ამავე მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აგრეთვე გლდანის რაიონის ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება აგრეთვე შეეზღუდება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხვალვე, 11 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III და IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხომლელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება აგრეთვე შეეზღუდება: სამხედრო დასახლების, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, იდუმალის, ქიზიყის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგია გაეთიშება აგრეთვე, ისნის რაიონის ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ბოროდინის, ფაღავას, სართიჭალის, ხერხეულიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.




















