ხვალ თბილისის უბნებს ელექტროენერგია გაეთიშება
16.05.2012 16:43
კომპანია ~თელასის ცნობით, Gსარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ 10 საათიდან 14 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს (ნაწილობრივ).
ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია დიდუბის რაიონის ნაწილს გაეთიშება.
შეზღუდვა მონაცვლეობით შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის ერთი ნაწილის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, ცაბაძის, ყიფიანის, ფოთის, მაიაკოვსკის, ქურდიანის, მეტრეველის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხვალვე 10 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დიღმის მასივის III კვარტლის მეორე ნაწილის მაცხოვრებლებსაც.
11 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება სამგორის რაიონის ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე დენი გაეთიშება გლდანის რაიონის ნაწილს, 30-30 წუთით მონაცვლეობით.
შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ხვალვე 10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს მონაცვლებით 30-30 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ხოლო 10-დან 18 საათამდე ელექტროენერგია ნაძალადევის რაიონის ნაწილს გაეთიშება.
შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის, კაჭრეთის, ნოსტეს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.



















