უკან

საზოგადოება

4 სექტემბერი, 2017 17:05
font-size

ხვალ თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

5 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საღამოს, რომელიც „ისრაელის სახლისა“ და ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ), ორგანიზებით ჩატარდება, დაესწრებიან ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.

ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე გაუძღვება.

ყოველწლიურად, 5 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში ებრაული კულტურის დღეებს სხვადასხვა ღონისძიება ეძღვნება. ის საქართველოში წელს მეორედ აღინიშნება.
წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით კი, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს ხელმძღვანელობს. „ისრაელის სახლმა“ შესაბამისი მანდატი მ.წ. მარტში ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმზე მიიღო.

ხვალინდელ ღონისძიებაზე დაგეგმილია „ისრაელის სახლი“ თაოსნობით საქართველოში მიმდინარე, ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის პრეზენტაცია. „ისრაელის სახლი“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს, აგრეთვე, ინიციატივას, რომელიც ისრაელში მოქმედი სარას ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული წიგნების მუდმივმოქმედი კუთხის გახსნას ითვალისწინებს.

ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემატურად მრავალფეროვანი იქნება. სიტყვით გამომსვლელები ისაუბრებენ საზღვარგარეთ ისრაელის წარმოდგენასა (ჰასბარა) და ქვეყნებთან პირდაპირ კავშირებზე (ხილიკ ბარ), ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის მნიშვნელობაზე (თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, იციკ მოშე), ებრაული კულტურის ევროპულ დღეებზე ( ქრისტიან ურსი), ისრაელისთვის საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე (შაბთაი ცური), იერუსალიმში ისრაელის სახლის ფორუმის შეჯამებაზე (იციკ მოშე).

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (გუდიაშვილის ქ.7, კორპ. 3), ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 5 სექტემბერს, 18 საათზე დაიწყება.

საკვანძო სიტყვები:

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

18 აპრილი, 2019 , 16:11

საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს. განცხადებაში საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს ონლაინ კიბერთაღლითობისგან დაცვის საშუალებებზე მიუთითებს და ამისთვის კონკრეტულ რჩევე

„არა ბიძინას სასამართლოს!“ - აქცია უზენაეს სასამართლოსთან

18 აპრილი, 2019 , 15:20

უზენაეს სასამართლოსთან „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს აპროტ

FlyHelp-თან თანამშრომლობით ბილაინის მომხმარებელი რეისის გადადებისას მეტ კომპენსაციას მიიღებს

18 აპრილი, 2019 , 15:05

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონის“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანია FlyHelp-თან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინის აბონენტები კომპენსაციის სახით იბრუნებენ ბილეთ

გენერალურ პროკურატურაში ყირგიზეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

18 აპრილი, 2019 , 15:05

წამებასთან ბრძოლის და მისი პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ყირგიზეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პრ

19 აპრილს თბილისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

18 აპრილი, 2019 , 14:30

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამ

ბაჩანა შენგელია ბრალს სამხარაულის ბიუროს სდებს

18 აპრილი, 2019 , 14:30

ბაჩანა შენგელია დედის, ია კერზაიას გარდაცვალების ახალ დეტალებზე საუბრობს ის დედის გარდაცვალებაზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე მეორედ არ გამოყო ექსპერტები, რათა

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019