უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 მაისი, 2023 19:03
font-size

ვეკითხები ჩვენს დასავლელ მეგობრებს, მე რომ მეუბნებით, შეწყვიტე რუსეთთან ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! თქვენ რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას?! შარშან 300 მილიარდი რატომ მისცეს რუსეთს?! - ირაკლი ღარიბაშვილი

ვეკითხები ჩვენს დასავლელ მეგობრებს, მე რომ მეუბნებით, შეწყვიტე რუსეთთან ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! თქვენ რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას?! შარშან 300 მილიარდი რატომ მისცეს რუსეთს?!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთისგან 2,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, 2019 წელს კი, როცა ფრენები შეაჩერა რუსეთმა, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებდნენ, აღედგინა ფრენები.

„აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ ჩვენთან აქ რომ დაინგრა, ხალხი დაიღუპა, დავკარგეთ ტერიტორიები, არაფრის გადახედვა არ მოხდა არავისგან, პოლიტიკა გაგრძელდა ისე, როგორც იყო და თუ გაინტერესებთ, რა ღირებულების საქონელი შეიძინა მაგალითად რუსეთისგან ევროკავშირმა? 2,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების, 2 ტრილიონ 500 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა ომის შემდეგ, რა სანქციებზეა საუბარი?! ესე იგი, ჩვენი ტერიტორია რომ არის ოკუპირებული დღეს და ომი რომ გვქონდა, ამაზე არავინ არაფერი არ გააკეთა, არც სანქციები არ დააწესა, ჩვენ ეს უნდა მოგვეთმინა. მე ასევე მახსოვს, 2019 წელს, როცა ფრენები შეაჩერა რუსეთმა, მაშინ გამოდიოდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირი, მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ აღადგინე ფრენებიო. დღეს, მესმის, ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინას და უკრაინელებს, ძალიან მინდა და ყველას გვინდა, რომ ეს უბედურება დასრულდეს მალე, უკრაინაში რადგანაც არის ომი და ეს უბედურება, ამის გამო თურმე ჩვენ უნდა ჩავყვეთ, გავნადგურდეთ, ომი უნდა იყოს, მეორე ფრონტი უნდა იყოს, ჩვენი ქალაქები დაიბომბოს, გასწორდეს, პოლიგონად გადაიქცეს და ჩვენს ხალხს არ უნდა მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება?! ლოგიკა სად არის?! როცა მე ვეკითხები ჩვენს ევროპელ, დასავლელ მეგობრებს, რომ აი ამას თქვენ რომ მეუბნებით მე, შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! თქვენ რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას?! შარშან 300 მილიარდი რატომ მისცეს რუსეთს?! კითხვა მაქვს ძალიან მარტივი, როგორც მოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ არ იფრინოთ, ვაჭრობა არ გინდათ, ამით დაიწყებენ, ჯერ იტყვიან, რომ არ იფრინო. რატომ არ უნდა ვიფრინოთ? ეს არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურისტები არ გვინდა? მერე გვეტყვიან ალბათ, რომ ტურისტები არ შემოვუშვათ და არ მინდა გავაგრძელო. მე მგონი, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს არის მთავარი მიზანი. ამ გზაზე ჩვენს ხალხს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მცდელობა იქნება, მაგრამ მე მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით ჩვენ ამ გზას მშვიდად გავივლით და გავიყვანთ ქვეყანას სამშვიდობოს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი