უკან

რეგიონები

21 თებერვალი, 2023 12:25
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გორში 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობა და აგრომიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. ამ მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აგრობაღებმა“ გორში, სოფელ ზერტში, 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 5 300 000 ლარს შეადგენს. ბანკის ფინანსური რესურსი, როგორც ნერგების გაშენებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სეტყვადამცავი და წვეთოვანი სისტემის შეძენასა და მოწყობას მოხმარდა.

კომპანიამ ბაღების გაშენება 2021 წლიდან დაიწყო. პირველი მოსავლის აღებას კი 2023 წელს ელოდებიან.

„საქართველოს ბანკთან თითქმის 2 წელია ვთანამშრომლობთ. პარტნიორობის ფარგლებში სოფელ ზერტში ისეთი ჯიშის ვაშლის ბაღები გავაშენეთ, როგორიცაა: გოლდენ დელიშეზი, გალა, რედ დელიშეზი, გრანი სმიტი, პინოვა, რედ ჯონაპრინცი. ეს ჯიშები გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და მათზე მოთხოვნა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენც რეალიზაციას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში ვგეგმავთ“, - განაცხადა კომპანია „აგრობაღების“ დირექტორმა, დავით ჯაფარიძემ.

„კომპანიისთვის ეს არის პირველი ასეთი დიდი პროექტი, რაც ვაშლის ბაღების გაშენებასა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას გულისხმობს. კომპანია ასევე ფიქრობს ეტაპობრივად გააფართოვოს ბიზნესი და სამაცივრე მეურნეობა შექმნას. „აგრობაღებმა“ პროექტის განხორციელება საქართველოს ბანკის აგროდაფინანსების ფარგლებში შეძლო. ეს სქემა გამორჩეულია იმით, რომ პროექტში ჩართულ მეწარმეს სხვა აგროპროექტების საშეღავათო და საგრანტო პირობებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს. ეს კი კომპანიისთვის დამატებით მოტივაციაა, რათა კიდევ უფრო განავითაროს და გააძლიეროს, როგორც საკუთარი ბიზნესი, ასევე ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

ინფორმაციისთვის, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საქართველოს ბანკის აგროდაფინანსებით, რაც მოიცავს მრავალწლიანი კულტურების: ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრის, ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიღებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/culture

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი