უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ნოემბერი, 2020 13:30
font-size

მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Aviareps” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართა.

როგორც „მედიანიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებას სასტუმრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, გაყიდვების სფეროში მოღვაწე პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი დიდი და მცირე მარნების სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

„მცირე მარნების ღვინის ტრანსპორტირება გერმანიაში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
გერმანია ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ქართული ღვინის წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა, სხვადასხვა ფორმით, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, პანდემიის პირობებშიც, ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია - მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი