უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მარტი, 2018 17:05
font-size

ხვალ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართება

31 მარტს, 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ საუბარია პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანის შესახებ ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს აცხადებდა, პროცესი რეალურად კვლავაც არ დაძრულა.

,,მიუხედავად საზოგადოების მოთხოვნისა, კვლვაც გამოუძიებელი რჩება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანის შესახებ ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს აცხადებდა, პროცესი რეალურად კვლავაც არ დაძრულა. ამასთან, საზოგადოებას არ მოუსმენია განმარტებები გამოძიების გაჭიანურების მიზეზებზე ან დასრულების სავარაუდო ვადაზე.

ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, წინამორბედების მსგავსად, არაა დაინტერესებული პრეზიდენტის მკვლელობის საქმის სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებით. მეტიც: პროკურატურა გამიზნულად უშლის ხელს ჭეშმარიტების დადგენას. ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს და ადვოკატს არ ეძლევათ საქმის მასალების გადაღების საშუალება, არ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

30 მარტს, სასტუმროში „ძველი თბილისი“ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის შესახებ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა, სამის ადვოკატმა, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე.

სამწუხაროდ, მოწვევის მიუხედავად, კონფერენციაში არც ამჯერად მიუღია მონაწილეობა სახალხო დამცველს“, - ნათქვამია თავისუფალი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი