უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 აგვისტო, 2019 12:45
font-size

კიბერდანაშაული სამწუხაროდ გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის - მამუკა ბახტაძე

კიბერდანაშაული სამწუხაროდ გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება, რათა მივიღოთ სრულფასოვანი სურათი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ტვ პირველზე" განხორციელებულ შესაძლო კიბერ შეტევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები ამ საკითხის გამოძიებაზე მუშაობენ.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. პირველ რიგში იმედი მაქვს, რომ თქვენ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა. ზოგადად, როდესაც კიბერდანაშუალთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, როგორც სახელმწიფოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოპონენტების ნაწილის შეფასებას, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და "ტვ პირველზე" შესაძლო კიბერშეტევა არის მედიაზე ზეწოლა, მამუკა ბახტაძე სპეკულაციად და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მცდელობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და იმ მაღალ სტანდარტზე დარჩეს და გაუმჯობესდეს, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე - ნინო შუბლაძე

21 აგვისტო, 2019 , 18:29

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა შემოთავაზება მიიღო. აღნიშნულის შესახებ შუბლაძე „ფეისბუქში“ წერს. “სალამი ყველას ❤ სახე

არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია - ნათია თურნავა

21 აგვისტო, 2019 , 16:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასა და მათი ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა. „მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც გადავიდ

ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით - კახა კალაძე

21 აგვისტო, 2019 , 15:08

ჩვენი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პოლიტიკა და ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით, განათლებით, წინსვლითა და ეკონომიკური განვითარებით, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რა

“რასაც „რუსთავი 2“ - ზე ვუყურებთ, არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მაღალი სიჩქარით მიმავალი სახელისუფლებო მანქანის”

21 აგვისტო, 2019 , 14:50

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „რუსთავი 2“ - ზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „ის, რასაც „რუსთავი 2“ - ზე ვუყურებთ, არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მაღალი სიჩქარით

”რაც მოხდა, სიურპრიზი არ იყო“ - ქიბარ ხალვაში

20 აგვისტო, 2019 , 21:59

„რუსთავი 2“ - ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ფეისბუქში წერს: ”რაც მოხდა, სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება.” -დაწერა ხალვაშმა. შეგახსენებთ„რუსთავი 2&ldquo

„მოამბე“ ვერ ხედავს. პრეზიდენტი დუმს. პრემიერი ფაროსანას დასდევს - ნატო ჩხეიძე გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებაზე

20 აგვისტო, 2019 , 19:24

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოფელ გუგუტიანთკარში ე. წ ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „სერიიდან: აბა, შეხედეთ: დღევანდელი 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვებების ინფორმაციე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს