უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 მარტი, 2021 14:35
font-size

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე უწყებაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ სამინისტრო თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

„უნდა აღინიშნოს, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. პარტნიორების და უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კადრების გადამზადება და ცოდნის გაზიარება. 2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 152 კიბერდამნაშავე. ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც, მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს ათეთრებდნენ. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათზე“.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2020 წელს კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი შეიქმნა თბილისში. გომელაურის განცხადებით, მსგავსი დანაყოფები ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილების შედეგად, შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გამომძიებლებმა გადამზადება გაიარეს კიბერდანაშაულის გამოძიების, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება-დამუშავებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. გაიზრდება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა, მათ შორის, რეგიონებში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი