უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

31 ივლისი, 2018 12:30
font-size

კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, „იანდექს.ტაქსის“ მომსახურებაზე უარი თქვან

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა რუსული კომპანია „იანდექს.ტაქსის“ შემოწმება დაიწყო. უწყებამ ურჩია ლიეტუვის მოქალაქეებს, შემოწმების დასრულებამდე უარი თქვან „იანდექსის“ მომსახურებაზე, რადგან არსებობს საფრთხე, რომ კომპანია უკანონოდ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს.

ლიეტუვაში „იანდექს.ტაქსიმ“ მუშაობა 26 ივლისს დაიწყო. 4 დღის შემდეგ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ „იანდექსის“ აპლიკაცია ჩამოტვირთვისას ითხოვს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, კერძოდ, მომხმარებლის კონტაქტების სიას, ასევე მან შეიძლება მოითხოვოს კამერისა თუ მიკროფონის ჩართვა და შემდგომში კიდევ უფრო გაიფართოვოს თავისი შესაძლებლობები. ლიეტუველი ექსპერტების შეშფოთებას ისიც იწვევს, რომ ლიეტუველი მომხმარებლების პერსონალური მონაცემები იქნება შენახული იმ კომპანიის სერვერებზე, რომლის სათაო ოფისი რუსეთში მდებარეობს.

მანამდე, ამავე წელს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხეების შეფასებისას აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ კანონიერი და ტექნიკური შესაძლებლობები, რათა რუსული ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით შეაღწიონ რუსეთისა და უცხოეთის მოქალაქეების მონაცემებამდე. უწყებამ ასევე ურჩია სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს, ასევე სამხედროებსა და თავდაცვითი კომპლექსის სამოქალაქო პერსონალს, არ დააყენონ „იანდექს.ტაქსის“ აპლიკაცია.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი