უკან

საზოგადოება

19 ივნისი, 2017 16:10
font-size

კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველომ მე-8 ადგილი დაიკავა

საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-8 ადგილზეა. აღნიშნულ ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) ადგენს და 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. უახლესი კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე.

2017 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველოს მე-8 ადგილზე გასვლა იმ პროგრესის აღიარებაა, რომელსაც ქვეყანა კიბერუსაფრთხოების სფეროში წლიდან წლამდე აჩვენებს. რეიტინგში მე-8 ადგილზე ყოფნა ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნების რეიტინგის ჭრილში საქართველო ესტონეთის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს საფრანგეთთან ინაწილებს (0.819 სარეიტინგო ქულით).

„საქართელოსთვის ეს არის უპრეცედენტო შედეგი, როდესაც კიბერუსაფრთხოების ხარისხის ინდექსში ქვეყანა მსოფლიოში მერვე, ევროპაში კი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს. კვლევის ხუთივე ძირითად კომპონენტში - საკანონმდებლლო ბაზა, ტექნიკური მზაობა, ორგანიზაციული მოწყობა, შესაძლებლობების განვითარება და თანამშრომლობისთვის ღიაობა - ჩვენ მაღალი შეფასება მივიღეთ, რამაც განაპირობა კიდეც საბოლოო კოეფიციენტი, რომელიც სიამაყის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება, ვინაიდან წინ კიდევ ბევრი სამუშაოა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ

ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შემდგომ მისი შენარჩუნება/განვითარება კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობს მოითხოვს.

ამის მაგალითად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე რამდენიმე უწყებას ასახელებს და ამბობს, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად აღნიშნული შედეგი ვერ დადგებოდა.

„მინდა მივულოცო ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთა დიდი დამსახურებაა აღნიშნული წარმატება. ეს ორგანიზაციებია იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭო, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - აღნიშნა პატარიძემ.

ინდექსის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) არსებობამ და წარმატებულმა მუშაობამ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჯუფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სტრუქტურის ნაწილია და პასუხისმგებელია ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების განვითარება-შენარჩუნებაზე, კიბერინციდენტების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე და სხვა.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ მომზადებული ინდექსის მიზანია გაზომოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის დონე, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები გამოვლენილი სუსტი მხარეების აღმოშაფხვრელად და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მასშტაბის თანამშრომლობას.

არსებობდა საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ - ვახტანგ გომელაური

22 ნოემბერი, 2017 , 23:40

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იყო საფრთხე, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს მძევლები აეყვანათ.სუს-ის უფროსმა სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა. „უპირველეს

სპეცოპერაციისას დაჭრილ სამართალდამცველებს საფთხე არ ემუქრებათ - ზაზა სოფრომაძე

22 ნოემბერი, 2017 , 21:15

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, კონტრტერორისტული ოპერაციისას დაჭრილი სამი სპეცრაზმელი თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. სოფრომაძის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ

მსგავს დროს არაა გამართლებული სპეკულაციები - გიორგი კვირიკაშვილი

22 ნოემბერი, 2017 , 21:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა დღეს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა სამართალდამაცველს, ასევე მოუწოდა პო

ჩვენ არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას, მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი - პრემიერი დანაშაულებრივ ჯგუფზე

22 ნოემბერი, 2017 , 21:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ სამართალდამცავი სტრუქტურები ფლობდნენ ინფორმაციას და მათი განეიტრალება სწორედ მასზე დაყრდნობით მოახერხეს. „ისინი დღეს არ

ვთხოვთ ყველას, ვინც თავშესაფარს საჭიროებს, დროებით მიმართოს ისნის გამგეობას - კახა კალაძე

22 ნოემბერი, 2017 , 21:05

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა ოჯახებმა, რომლებიც დროებით თავშესაფარს საჭიროებენ, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ისნის გამგეობას, რათა შემდგომ ისინი გადაიყვანონ საცხოვრებელ ფა

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, სამი კი ლიკვიდირებულია - სუს-ი

22 ნოემბერი, 2017 , 21:01

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 1