უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 სექტემბერი, 2020 12:30
font-size

კიბერუსაფრთხოების მიმართულება გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ - ვახტანგ გომელაური

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესახებ გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთი მოწყვლადია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. უკვე ორი-სამი წელია, რამდენიმე წელია რაც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად: შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან ერთად. ეს ურთულესი მიმართულებაა.

ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დიდი შეტევა, 2019 წელს შემოდგომაზე, ახლაც მოხდა კიბერშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების გაძლიერება, გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ, რომ აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრებისთვის, თუ სხვა ჯაშუშებისთვის შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან.

კიბერშეტევებზე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომელი სამსახური და სპეცსამსახური იყო ჩართული, ვმუშაობთ კოლეგებთან ერთად და მათთან გახსნილები ვართ, ინფორმაციას ერთობლივად ვცვლით.

სტრატეგია არსებობს, რა თქმა უნდა და მას მივყვებით. დღევანდელი ფორუმიც მაგის შედეგია, ხედავთ რა დიდი ინტერესია დღევანდელი დღის, ელჩების, ჩვენი პარტნიორებს მეგობრების დასწრება იმას მეტყველებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა არის ინტერესით ჩართული ამ მიმართულებით," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი