უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 იანვარი, 2020 11:53
font-size

კიდევ ერთი კრიტიკულ წერილს გახარიას კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი უგზავნის.

წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"როგორც კონგრესის წევრს, მსურს, შევუერთდე მზარდ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიის მზარდ და განგრძობად უკუსვლასთან და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, მე ვუერთდები ჩემს კოლეგებს კონგრესიდან, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომიტეტს, თანათავმჯდომარეებს ადამ კინზინგერს და ჯერი კოლონის იმ წერილის შინაარსში, რომლებიც მათ 2019 წლის 13 დეკემბერს გამოგიგზავნეს და რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება შეპირებული დემოკრატიული რეფორმების შეჩერების, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო.

მეტიც, მე ასევე ვუერთდები ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მარკ უეინ მალინს და მის მესიჯს, რომელიც 2020 წლის 13 იანვრის წერილით გადმოგცათ.

როგორც იცით, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, 1991 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს. გასულ წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "საქართველოს მხარდამჭერი აქტი", რომელსაც ახლა სენატი განიხილავს. ყველაზე თვალსაჩინო პრინციპი, რომელიც მასში განსაკუთრებით ხაზგასმულია, შემდეგია:

"აშშ-ის პოლიტიკაა:

მხარი დაუჭიროს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაწეულ ძალისხმევას".

სწორედ ამ ჩანაწერის სულისკვეთების გამო გწერთ, ვინაიდან საყურადღებოა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორების კუთხით ნეგატიური ტენდენციების ზრდა. სწორედ ეს გახდა კონგრესის წევრების შეშფოთების საფუძველი.
ამისი პირდაპირი შედეგი ის არის, რომ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები შემცირებულია, ვინაიდან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები შევიწროების და კონფისკაციის ობიექტები ხდებიან, უწყდებათ კონტრაქტები. ამის გამორჩეული მაგალითი ტეხასური ნავთობის და გაზის კომპანია ფრონტერაა.

ასევე, საგანგაშოა იმის ხილვა, რომ სოციალური მედიის ამერიკულმა კომპანიამ, Facebook-მა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გამოავლინა და დახურა ფართო ქსელი, რომელიც მმართველ პარტიასთან იყო დაკავშირებული და ჰქონდა "კოორდინირებული არაავთენტური ქცევა" ოპოზიციური ხედვების წინააღმდეგ, ავრცელებდა ანტი-დასავლურ განწყობებს, განსაკუთრებით აშშ-ის მისამართით.

სწორედ გაუარესებული გარემოს გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა 2019 და 2020 წლებში ერთმანეთის მიყილებით დაამტკიცა კანონპროექტი კონგრესიდან თანხის გამოყოფის შესახებ, რომლებიც კონკრეტულად მიემართება საქართველოს ხელისუფლების მზარდ ანტაგონისტურ ქმედებებს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს-კომპანიების წინააღმდეგ. საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, თქვენი ქვეყანა განიხილება უარყოფით შუქზე და სიფრთხილით აშშ-ს მთავრობისგან გამოყოფილი თანხების კუთხით.

იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე, და სიტუაციის შემობრუნების წახალისების მცდელობის ფონზე, იზრდება მოთხოვნები სანქციების დაწესების და სხვა სასჯელების შესახებ.

მე ვუერთდები კონგრესმენების მზარდ რიცხვს, რომლებიც რეფორმებისკენ მოგიწოდებენ წარმომადგენელთა პალატაში "საქართველოს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციების შესახებ კანონის" ინიცირებით.

მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის აშენებით, რომელსაც საფუძვლად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციულ ძალისხმევა დაედება. ასევე, გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი მთავრობა იპოვის გზებს, შეაკავოს აგრესიული ქმედებები ამერიკული კომპანიების მიმართ, ასევე იმუშავებს საგანგაშო ნიშნების აღმოფხვრაზე დემოკრატიის ეკონომიკური კეთილდღეობის და თავისუფლების მიმართ საფრთხის შესახებ, ვინაიდან ეს ყოველივე ქართველი ერისთვის ბუნებრივი, ღმერთის მიერ მინიჭებული უფლებებია", - წერს კონგრესმენი.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი