უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
კომენტარი
15 ნოემბერი, 2017 17:20
კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე - ნუკრი ქანთარია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ონიანი პოლიტპატიმარი არ არის.
შესაბამისი განცხადება ქანთარიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის საპასუხოდ გააკეთა.
"გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ - ნაპოლეონი. მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე. რამდენიც არ უნდა იძახოთ ამ კაცის სახელი, მისი არც ჭკუა მოგემატებათ, არც შესაძლებლობები. ასე რომ, დაუკვირდით ამასაც", - განაცხადა ქანთარიამ.
ნინო ექვთიმიშვილი