უახლესი ამბები
- 11.12.2019 23:38მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - „ევროპული საქართველო“
- 11.12.2019 23:18გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ
- 11.12.2019 22:58ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ
- 11.12.2019 22:42ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან
- 11.12.2019 22:21სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ
არქივი
კომენტარი


კიდევ ვცხოვრობთ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როცა გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერებს - სალომე ზურაბიშვილი
დიდი იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დროს აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებით, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერების კომენტარისას.
„ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის გამო, რომ კიდევ ვცხოვრობთ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როცა გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერებს.
დიდი იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დროს მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.
საკვანძო სიტყვები:

ჯარზე საუბრისას პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება - კახა კალაძე
11 დეკემბერი, 2019 , 16:20

ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში - კარლ ჰარცელი
11 დეკემბერი, 2019 , 16:20

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე - გიორგი გახარია
11 დეკემბერი, 2019 , 16:05

სალომე ზურაბიშვილის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი (ვიდეო)
11 დეკემბერი, 2019 , 13:00

პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი - სოფო კილაძე
11 დეკემბერი, 2019 , 12:50

„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ნათია თურნავა
10 დეკემბერი, 2019 , 16:05