უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

2 სექტემბერი, 2017 13:22
font-size

კიევში მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს

კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძმა - დავით სააკაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, დავით სააკაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სახლიდან გამოდიოდა.

„დღეს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა მინისტრის ავაკოვის 8 წარმომადგენელმა ჩემი ძმა - დავით სააკაშვილი იმ დროს დააკავა, როდესაც ის კიევში საკუთარი სახლიდან გამოდიოდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ის იურისტია, მას უკრაინაში ცხოვრების ნებართვა ქონდა. როგორც ჩანს, ასეთი მეთოდებით ცდილობენ ჩემზე გავლენის მოხდენას, რომ დაბრუნება გადავიფიქრო. ცუდად მიცნობთ, პირიქით, ეს ვითარება უფრო გააძლიერებეს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისა და მათი განუკითხაობისგან“,-დაწერა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა სოციალურ ქსელში იმ ავტომობილის ფოტოსურათიც განათავსა, რომლითაც, მისი მტკიცებით, დავით სააკაშვილი წაიყვანეს.

მონიკა დავლიანიძე


მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია -აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

22 აგვისტო, 2019 , 10:35

აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ი შეშფოთებულია გუგუტიანთკარში &bd

საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

20 აგვისტო, 2019 , 12:20

საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა (რეზიდენციით ქ. ამანი), რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალეჰს. სიგელების გადაცემის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქ

თურქეთში სავარაუდოდ აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი

16 აგვისტო, 2019 , 17:16

თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი. ინფორმაციას საელჩო თურქულ ონლაინ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია

მსესხებელი ბანკს აღებულ კრედიტზე ნაკლებ თანხას დაუბრუნებს

15 აგვისტო, 2019 , 14:15

დანიური ბანკი იპოთეკურ სესხს უარყოფით საპროცენტო განაკვეთით გასცემს. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კლიენტი ბანკში იმაზე ნაკლებ თანხას დააბრუნებს, ვიდრე ისესხა. როგორც „გარდიანი“ წერს, ინიციატივა და

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“

12 აგვისტო, 2019 , 11:13

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“ 29/2019. ჟურნალი დაარსდა 1991 წელს, გამოდის ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტ

არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

9 აგვისტო, 2019 , 12:20

მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს