უკან

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2016 14:35
font-size

კიევში ქართველი სტუდენტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კიევის საერთო საცხოვრებელში, „კავკასიის ევროპული უნივერსიტეტის“ სტუდენტების წინააღმდეგ, დაცვის სამსახურთან მომხდარი შელაპარაკების გამო, უკრაინის სპეცადნიშნულების რაზმმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ინციდენტის შედეგად ექვსი ქართველი სტუდენტი დაშავდა, ერთი კი შედარებით მძიმედ. იგი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა ჩატარებული სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, კვლავ საერთო საცხოვრებელში დაბრუნდა.

ამის შესახებ მედიანიუსს „კავკასიის ევროპული უნივერსიტეტის“ დირექტორმა ზვიად ფოფხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სტუდენტებს დაცვის სამსახურთან მოუვიდათ შელაპარაკება, რადგან მისი წარმომადგენლები სტუდენტებისგან ოთახებში შესვლას ითხოვდნენ.

„სტუდენტებს საერთოსაცხოვრებელში დაცვასთან შელაპარაკება მოუვიდათ. ამის შემდეგ სპეცრაზმი იქნა გამოძახებული და სტუდენტები ცემეს. სპეცრაზმის გამოძახების სხვა მიზეზი არ ყოფილა. შელაპარაკება გამოიწვია იმან, რომ დაცვამ მოუწოდა სტუდენტებს „უმოძრაოდ ნუ ხართ დერეფანშიო, ნუ დგახართ აქ, შედით ოთახშიო“. მათ უთხრეს, არ შევალთ ოთახშიო და ხელი გაუწია, იმანაც შემოუბრუნდა და ამან გამოიწვია კონფლიქტი“,-აღნიშნა უნივერსიტეტის დირექტორმა.

მისი თქმით, სპეცადნიშნულების რაზმი ოთახებში შეჭრას აპირებდა, სტუდენტები კი მათთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ.

„სპეცრაზმი რომ მივიდა, ქართველები არიან, ქართველებიო და ფიზიკურად გაუსწორდნენ, უმტრევდნენ დაკეტილ კარებს, რომ შესულიყვნენ მათთან, ბიჭები ეცადნენ რომ შეეკავებინათ სპეცრაზმი და ამის გამო ექვსი ბიჭი დაშავდა. ერთ-ერთი სტუდენტი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. დანარჩენებს ზოგს ცხვირი აქვს გატეხილი, ზოგს თვალები ჰქონდათ დალურჯებული. ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული, დუბინკები. საავადმყოფოში გადაყვანილ ბიჭს სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა, მერე კი საერთო საცხოვრებელში დაბრუნდა“,-განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, ადგილზე უკრაინაში საქართველოს კონსული იყო მისული და მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი