უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მაისი, 2018 15:24
font-size

კიევში „РИА Новости-Украина“-ის ხელმძღვანელი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კიევში „РИА Новости-Украина“-ის ხელმძღვანელი დააკავეს. როგორც უწყების სპიკერმა, ელენა გიტლანსკაიამ ფეისბუკზე დაწერა, დადგინდა, რომ რუსეთი იყენებდა მედიასტრუქტურას უკრაინასთან საინფორმაციო ომში.

„სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ქვეყანა-აგრესორი [რუსეთი] მათ [მედიასტრუქტურებს] უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ საინფორმაციო ომის ფარგლებში იყენებდა. ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, -დაწერა გიტლანსკაიამ და აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა ბაზას საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჩხრეკას ატარებდა „РИА Новости“-ის კიევის ოფისში, ასევე დააკავეს ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურასთან ერთად გამოაშკარავა რუსეთს დაქვემდებარებული მედიასტრუქტურების ქსელი, რომელიც გამოყენებულია ჰიბრიდულ ომში უკრაინის წინააღმდეგ.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ