უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2018 12:30
font-size

ყიფიანი მხოლოდ შემსრულებელი იყო ამ საკითხში და არა მთავარი მოქმედი ძალა - ზაზა ოქუაშვილი (ვიდეო)

რა თქმა უნდა, ყიფიანი მხოლოდ შემსრულებელი იყო ამ საკითხში და არა მთავარი მოქმედი ძალა,- განაცხადა ტელეკომპანია ,,იბერიასა'' და ,,ომეგა ჯგუფის'' დამფუძნებელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა იბერია ტვ-ის გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე.''

ლონდონიდან სატელეფონო ჩართვისას ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა თავისუფალი სიტყვის განვითარებაზე უნდა იზრუნონ.

,,რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს და რაც მე ვხედავ, ბოლო რამდენიმე წელია, შეიძლება ითქვას, რომ ,,ომეგა '' წნეხის ქვეშ იყო. ყიფიანი საუბრობდა და არამარტო ყიფიანი. რა თქმა უნდა, ყიფიანი მხოლოდ შემსრულებელი იყო ამ საკითხში და არა მთავარი მოქმედი ძალა, თუმცა, მას ჰქონდა ორგანიზატორული ნიჭი და ორგანიზატორული პასუხისმგებლობა ამ საკითხზე“, - აცხადებს ოქუაშვილი.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე და მეტი სახელი და გვარი დასახელდეს, ვინც თავდასხმას ახორციელებდა ,,ომეგაზე“, ზაზა ოქუაშვილი პასუხობს, რომ ,,შესაძლებელი კი არა, აუცილებელიცაა.“

,,ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა მომავალზე უნდა ვიზრუნოთ. ქვეყანა კი ასე ვერ განვითარდება და მიღწევები ვერ გვექნება, როცა ჩვენ ჩავეფლობით კორუმპირებულ და გამოძალვის ქსელში. ეს ნამდვილად არის საწინააღმდეგო იმ გზისა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიეს. ეს გზა არის თავისუფალი საქართველოს, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი მედიის“, - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მმართველი ძალა ვერ იტანს მისგან უკონტროლო მედიას.

,,უპირველეს ყოვლისა მათ ტელევიზია უნდოდათ. რადგან ეს არის არაკონტროლირებადი და თავისუფალი მედიაა, რომელსაც როგორც ჩანს, მმართველი ძალა ვერ იტანს. მათ პრობლემა აქვთ აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ, რაც მათი მხრიდან არ არის კონტროლირებადი,- განაცხადა ოქუაშვილმა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, არის არასწორი - ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი, 2020 , 15:30

“ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, ” - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრებ

საუბარი იყო კონსტრუქციული - ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი, 2020 , 14:55

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, დიპლომატების ორგანიზებით ხელისუფლებას

ხელისუფლების ახალ საარჩევნო წინადადება - 110 პროპორციული, 40 მაჟორიტარული

27 თებერვალი, 2020 , 14:14

ხელისუფლებამ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 - მაჟორიტარულით.  ინფორმაცია მედიას „ახალი საქართველოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

26 თებერვალი, 2020 , 16:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

26 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბ

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

26 თებერვალი, 2020 , 16:20

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`