უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2018 17:50
font-size

ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს მშენებელი კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგებისა და მოსახლეობის მიერ მოწვეული ექსპერტის დასკვნებს გაეცნო.

აღნიშნული დასკვნების მიხედვით, ამ ეტაპზე, კლდის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს და გამაგრების სამუშაოები, რომელიც კომპანიამ ამ დრომდე განახორციელა, სწორადაა შესრულებული.

ილია ელოშვილის განცხადებით, 22 ოქტომბერს, ყველა მხარის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალები განიხილება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით გაგრძელდება აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ ფერდობი ჩამოიშალა და შესაბამისად, მერიის სამსახურებმა მშენებლობა გააჩერეს. გეოლოგიის მთლიანად გადახედვა მოხდა, შემდეგი ეტაპი კი, დამცავი კედლის მოწყობა იყო იმისთვის, რომ გამაგრების დაუყოვნებლივი სამუშაოები ჩატარებულიყო. მომზადდა ორი ალტერნატიული დასკვნა. ერთი - თავად მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი კონსტრუქტორ-გეოლოგის, მეორე კი - კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული ახალი ექსპერტების მიერ. დღეს ამ დასკვნებს ჩვენ ერთმანეთს გავუცვლით. ჩვენთვის მოსახლეობისა და აქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ნომერ პირველია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დროისთვის, ფერდის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს. შემდეგი ეტაპი არის ის, თუ რა ფორმით გაგრძელდეს მშენებლობა იმისთვის, რომ არანაირი საფრთხე მოსახლეობისთვის არ არსებობდეს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მოსახლეობის მიერ მოწვეული კონსტრუქტორ-გეოლოგის, დავით გიგინეიშვილის განმარტებით, გამაგრების სამუშაოები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ჩატარდა, ჩამონაშალი ფერდის მდგრადობის შენარჩუნებისთვის ადეკვატურია, თუმცა ფერდის დარჩენილი ღია ნაწილი ტორკრედ-ბეტონის ფენით უნდა დაიფაროს.

„ჩვენი შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე, შენობის ამოყვანილი ნაწილი, ფერდის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით საკმარისია. ფერდის ის ნაწილი, რომელიც ღიად არის დარჩენილი, უნდა დაიფაროს ტორკრედ-ბეტონით, შესაბამისი შებურღვებითა და დამუშავებით. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ფერდის მდგრადობა შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.

სასტუმროს მშენებელი კომპანია „GDG პალასის“ დირექტორი ბეჟან წაქაძე განმარტავს, რომ როგორც მათი, ისე ადგილობრივების მიერ დაქირავებული გეოლოგების დასკვნა ერთმანეთს დაემთხვა.

„კლდის ზედაპირი მაისში ჩამოიშალა და სამუშაოები სამი თვის განმავლობაში შეჩერებული გვქონდა. ამ პერიოდის განმავლობაში, კონსტრუქციული და გეოლოგიური კვლევები ხელახლა ჩატარდა. შემდეგ, ეს კვლევები მერიაში წარვადგინეთ, რომელმაც განიხილა და პირველი ეტაპის გამაგრების სამუშაოების წარმოების ნებართვა მოგვცა. ჩვენ ეს პირველი ეტაპი დავასრულეთ. ამის შემდეგ მერიამ მოსახლეობის მიერ დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგის მომზადებული დასკვნა მოგვთხოვა, ასევე, ჩვენ მიერ დაქირავებული გეოლოგის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხო იყო მუშაობის გაგრძელება. ჩვენ მეორე ეტაპის სამუშაოებიც ჩავატარეთ. დღეს სამუშაოების შემდგომი გაგრძელების საკითხი განვიხილეთ. როგორც ჩვენ მიერ, ასევე, მოსახლეობის მიერ დაქირავებული გეოლოგების დასკვნა ერთმანეთს დაემთხვა. დასკვნაში წერია, რომ შესაძლებელია, მშენებლობა მხოლოდ გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ გაგრძელდეს“, - აღნიშნა ბეჟან წაქაძემ.

`საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება, გრიპზე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია`

23 იანვარი, 2019 , 17:39

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ვიზიტორებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო მედიაში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გავრცელებული ინფ

ამ ერთ პატარა მოგონებაში რამდენი ეპითეტი დაგროვდა ბუნებრივად: კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი, წესიერი, თავაზიანი - ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძეს იხსენებს

23 იანვარი, 2019 , 16:11

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა კარგი კაცის წასვლა ამ სოფლიდან... „იბერიაში“ პოლიტიკურ

არ იყო იქ ცემა, შეხლა-შემოხლა იყო - სპორტსმენების ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს

23 იანვარი, 2019 , 16:06

მოჭიდვეების ნაწილი ჭიდაობის ფედერაციის შენობასთან იკრიბება და ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებს. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტს უწოდებენ.  „არაფერი დანაშაული არ იკვეთება,

გარდაცვლილი გოგონას ოჯახიდან ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა - სოციალური მომსახურების სააგენტო

23 იანვარი, 2019 , 15:54

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი აცხადებს, რომ ოთხი წლის გოგონა, რომელიც გუშინ ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ

თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ

23 იანვარი, 2019 , 15:19

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ე

სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორიას თბილისის მერია მოაწყობს

23 იანვარი, 2019 , 15:16

თბილისში, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადაეცემა და მას თბილისის მერია კეთილმოაწყობს, – ამის შეს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`