უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
არქივი
სამართალი
18 მაისი, 2017 11:40
ყიფშიძის ქუჩაზე მანქანის ხელოსნის მკვლელობაში ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მანქანის ხელოსნის, რამაზ მჭედლიშვილის განზრახ მკვლელობისთვის 24 წლის კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18-წლიანი პატიმრობა, ხოლო 21 წლის პაატა ხოფერიას დანაშაულის დაფარვისთვის 3 წელი მიესაჯათ.
ლაშქარაშვილი მოსამართლემ შეურაცხადად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ჯერ სამკურნალო დაწესებულებაში იმკურნალებს, ხოლო შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს.
გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 5 ოქტომბერს ყიფშიძის ქუჩაზე ახალგაზრდებსა და ხელოსანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ლაშქარაშვილმა ავტომატური იარაღიდან რამაზ მჭედლიშვილს რამდენჯერმე ესროლა და პაატა ხოფერიასთან ერთად მიიმალა.