უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ივნისი, 2017 17:35
font-size

კინოპროდუქციის დაზღვევის შესახებ ღონისძიება 20 ივნისს გაიმართება

20 ივნისს, 15:00სთ-ზე, ქორთიარდ მერიოტის საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის „Circles Group“ წარმომადგენელი ენტონი ოსტერი, სადაზღვევო ბროკერის „MAI Georgia“ და სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით კინოპროდიუსერებისათვის გამართავს პრეზენტაციას თემაზე: „კინოპროდუქციის დაზღვევა“. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს 20 ივნისამდე საშუალება ექნებათ გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია და დაუკავშირდნენ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენელს ქეთევან ჩუხუას ნომერზე: +995 555 749 921 (ელ- ფოსტა: kchukhua@enterprise.gov.ge)

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ შესაძლო რისკებს, რომლის დაზღვევა და ანაზღაურებაც შეიძლება კინოწარმოების დროს. ამასთანავე, მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაზღვევო ბროკერმა „MAI Georgia“ და „Circles Group“-მა ერთად უკვე დააზღვიეს ორი კინოპროდუქცია, კერძოდ, ფილმი Landmine Goes Click და სერიალი Paradox. სწორედ აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, გადაღებების მსვლელობისას მომხდარი ორი ზარალი, სრულად იქნა ანაზღაურებული Circles Group”-ის მიერ.

საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის „Circles Group“ მიმართულებაა სპეციალური რისკების დაზღვევა, დაწყებული კინოწარმოება მოსამზადებელი პერიოდიდან ფილმის მონტაჟამდე, ასევე ღონისძიებებისა და გამოფენების დაზღვევა (კონცერტი, შოუ, გამოფენა, სემინარი და ა.შ.) აღსანიშნავია, რომ „Circles Group“ უკვე 20 წელზე მეტია რაც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს და დღეისათვის 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამასთანავე, წლევანდელი კანის ფესტივალი და მასზე წარდგენილი რამდენიმე კინოფილმი, სწორედ Circles Group-ის მიერ იყო დაზღვეული.

„MAI Georgia“კი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერ „MAI CEE“-ს წარმოადგენს და უკვე 10 წელია რაც წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივაა, რომლის განმახორციელებელი უწყებაა სსიპ „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვას და საქართველოს როგორც, აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღებების ცენტრად ქცევას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჯამში განხორციელდა 6 პროექტი, საიდანაც 5 ფილმზე გადაღებები უკვე დასრულებულია, რომელთა შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. რიგით მე-6 ფილმის გადაღებები კი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება, სადაც 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი