საზოგადოება


კითხვები ჩნდება, თუ რა შეიძლება იყოს ხანძრის გაჩენის მიზეზები - კახა კუჭავა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შეფასებით, ხანძრის გავრცელების მიზეზები კითხვებს აჩენს. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თქვა.
„ხანძრის გავრცელების მასშტაბებს თუ ავიღებთ, შესაძლოა, ბოლო 10 წლის მანძილზე გაჩენილი რამდენიმე სხვა ხანძარი უფრო მასშტაბური იყო, მაგრამ აქ უფრო თვალშისაცემია კერების რაოდენობა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყო. მე პირადად მიმაჩნია, რომ კითხვები ჩნდება, თუ რა შეიძლება იყოს ხანძრის გაჩენის მიზეზები, მაგრამ აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმ ზოგად ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება კლიმატის შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დადებს შედეგებს, თუ რა იყო მათი გამომწვევი მიზეზები”, - განაცხადა კუჭავამ.
კუჭავამ აღნიშნა, რომ მსგავსი გამოწვევები მომავალ წელსაც იქნება მოსალოდნელი, რის გამოც მეხანძრე-მაშველების, რეინჯერების, ტყის მცველებისა და ხანძრის ჩაქრობაში ჩართული პირების რაოდენობა და ხელფასი უნდა გაიზარდოს.
„მიუხედავად ამ პროცესებისა, არასოდეს ემუქრებოდა საფრთხე დასახლებულ პუნქტებს, რომელზე ზრუნვაც პრიორიტეტული იყო. კარგად ვხვდებით, რომ გამომდინარე ბუნებრივი პროცესებიდან, ეს მოსალოდნელია მომავალ წელსაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც უშულოდ არიან ჩართული ამ პროცესებში, ტყის მცველები, რეინჯერები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ა.შ. აუცილებელია მათი რაოდენობრივი ზრდა და მათ ხელფასებზე ზრუნვა. დიდი გადინებაა განსაკუთრებით სატყეო თანამშრომლებში და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მათი რაოდენობრივ ზრდაზე და იმაზე, რომ მათი ხელფასების რაოდენობა იყოს ისეთი, როგორიც იმ სამუშაოს შეეფერება, რასაც ასრულებენ”, - თქვა დეპუტატმა.
კუჭავას თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, რომ არ ყოფილიყო კოორდინირებული მუშაობა, კატასტროფა უფრო მძიმე მასშტაბებს მიიღებდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43