უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 იანვარი, 2017 14:35
font-size

კითხვის ნიშანია, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ეფექტურად მუშაობას - ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილებამ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა უარესობისკენ არ უნდა შეცვალოს.

როგორც კახიძემ დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით მედიას განუცხადა,
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ახალ ადმინისტრაციასთან აქტიურად იმუშაოს, თუმცა, კახიძის თქმით, მას ხელისუფლების უნარიანობაში ეჭვი ეპარება.

„საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები უარესობისკენ არ უნდა შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართვლოს ჰყავდეს ეფექტიანი მთავრობა, რომელიც მოახერხებს ჩვენი ინტერესების ლობირებას და ეფექტიანად იმუშავებს ახალ ადმინისტრაციათან. სამწუხაროდ, ხელისუფლების უნარიანობას ამასთან დაკაშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, მაგრამ მხოლოდ უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის თუ ამ ურთიერთობებს გააღრმავებენ და აქტიურად იმუშავებენ“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ოპოზიცია კონტაქტების დასამყარებლად ახალ ადმინისტრაციასთან აქტიურად იმუშავებს.

„ჩვენის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობა, რა თქმა უნდა, აქტიურად იმუშავებს, რომ დაამყაროს შესაბამისი კონტაქტები ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან“,-აღნიშნა კახიძემ.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი