უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივნისი, 2018 14:30
font-size

კითხვის ნიშნები არ გაჩნდება, თუ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილი აიღებს - გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე კომენტირებისას მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მასთან მუშაობა კომფორტული იყო განსხვავებული პოზიციების მიუხედავად.

აბაშიშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერის გადადგომას გულგრილად გამოეხმაურა.

„გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს. დღეს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას მოუწია რამდენიმე თანამდებობის პირთან მუშაობა და მეც მქონდა პატივი, ამ პროცესის მონაწილე ვყოფილიყავი მასთან ერთად; მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, გიორგი კვირიკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის ის პირი, ის პრემიერი, რომელთანაც კომფორტული იყო მუშაობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამისთვის.

დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ვნახეთ, გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც პრემიერის გადადგომას ფაქტობრივად მისცა შეფასება, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს პრემიერი არც ყოფილა საერთოდ და შეაფასა ისე, რომ პრემიერები მიდიან-მოდიან, თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი ხდება და პრემიერი მნიშვნელოვანი არ არის. ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან სამწუხარო შეფასება“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძრვანელის თქმით, პრემიერის პოსტი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაიკავოს.

„სიმბოლურია, რომ დღეს ვიყავით კონფერენციაზე, რომელსაც ჰქვია „საქართველოს ევროპული გზა“, თუმცა ძალიან დაგვაშორებს ევროპისგან ბუნდოვანი გადაწყვეტილებები. ამიტომ დიდი დაფიქრებაა საჭირო, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ევროპული გზა არის ის, ვინც რეალურად მართავს პროცესს პარტიის თავმჯდომარის რანგში, მოდიან ხელმძღვანელ პოზიციაზე - პრემიერ-მინისტრებად. მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს პრემიერ-მინისტრად და რეალურად აიღოს ის ძალაუფლება, რომელიც როგორც ჩანს, ისედაც აქვს, რადგან ამაზე ყოფილმა პრემიერმაც ისაუბრა, რომ ის თანამდებობიდან პარტიის თავმჯდომარემ გადააყენა. მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური მართლაც ევროპული შეფასება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ ან უნდა მოვიგონოთ ადამიანი, რომელიც პირობითად პრემიერ-მინისტრი იქნება, ან პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. თუ ჩვენ ახალ პრემიერ-მინისტრს მოვიგონებთ, ეს იქნება მასკარადი და აბსურდის თეატრი, რომელშიც კიდევ ერთხელ უნდა დავტრიალდეთ. მასკარადი უნდა დამთავრდეს“, - თქვა აბაშიშვილმა.

აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პროცესები ბუნდოვანია, რადგან არ ისმება კითხვა, თუ რა მოხდა და რა გახდა პრემიერის გადადგომის კონკრეტული მიზეზი.

„კომიკური ფაქტი ისაა, რომ თითქოს ავიწყდებათ პრემიერი რომ კვირიკაშვილი იყო, პარალელურად კი აცხადებენ, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური პრობლემები და სხვა პრობლემები თითქოს არ არსებობს. კითხვის ნიშანს არავინ სვამს - თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, პრემიერ-მინისტრი რატომ მოხსნეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის მოხსნაზე და რა არის რეალური მიზეზი მისი მოხსნის? გარდა ამისა, ყველას ახსოვს პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის არსად აპირებდა წასვლას მრავალი წელი. ის იყო მყარად დარწმუნებული თავის პოზიციაში. სამწუხაროა, რომ არ ისმება კითხვა - რა მოხდა?!“- აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, „კითხვის ნიშნები არ გაჩნდება, თუ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილი აიღებს. სხვა შემთხვევაში უამრავი კითხვა, თუ შეფასება გაჩნდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან“.

გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, რაც ავტომატურად ნიშნავს მთავრობის გადადგომას.

დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩსს შეხვდა

14 აგვისტო, 2018 , 17:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრო

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

14 აგვისტო, 2018 , 17:50

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 13 აგვისტოს სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა. უწყებათაშორისი კომისია, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე

საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრება არასდროს ყოფილა ვალდებულება - ცესკო-ს სპიკერი

14 აგვისტო, 2018 , 17:40

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, კანონში ჩანაწერის შესრულება, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრებას გულისხმობს, არასდროს ყოფილა ვალდებულება. ამასთან, როგ

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა - ანა მიქელაძე

14 აგვისტო, 2018 , 17:30

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს, დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდო

ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ამ არჩევნებში არ უნდა ჰყავდეს -თამარ ჩუგოშვილი

14 აგვისტო, 2018 , 16:40

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიის განვიტარებისთვის „ქართულ ოცნებას“ თავის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა ჰყავდეს. „ბევრი ვიმსჯელეთ, გვქონდა დისკუსიე

რეალური კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება - თამარ ჩუგოშვილი

14 აგვისტო, 2018 , 16:40

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით მმართველმა გუნდმა გადაწვიტა, უზენაესი სასამართლოს თ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან