უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 ოქტომბერი, 2016 17:15
font-size

ყიზილაჯლოში აჰმედ იმამკულიევი და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, სადაც#48 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ტარდება, ინციდენტი მოხდა.

ერთმანეთს სიტყვიერად მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი და ,,ქართული ოცნების’’ წევრი მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი შელაპარაკება იმამკულიევის იმ განცხადებას მოყვა, რომლის თანახმადაც, პოლიციას ყიზილაჯლომდე ავტომანქანით მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს და მოსახლეობას საარჩევნო უბნამდე ფეხით გადაადგილებისკენ მიუთითებს.

,,პოლიციის მანქანა იდგა აქ. როცა ჟურნალისტები მოვიდნენ აქ, პოლიციის მანქანა უცებ გაქრა. ზღუდავენ, რომ ადამიანი არ შემოვიდეს ამ ქუჩაზე. ეგენი ზღუდავენ მოსახლეობას გადაადგილებაში’’, - განაცხადა იმამკულიევმა.

თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პოლიციელები მხოლოდ თავის სამუშაოს ასრულებენ და იმამკულიევს სთხოვა, პრობლემას ,,ნუ გამოიგონებს.’’

,,აქ პოლიცილეები მეც ყველგან დავინახე, თუმცა მათ დარეგულირების გარდა არაფერი გაუკეთებიათ. არეგულირებდნენ, მე რასაც შევხედე. როცა პრობლემა არ არის, ნუ მოვიგონებთ’’, - მიმართა მაჟორიტარობის კანდიდატს მამუკა მდინარაძემ.

,,ქართული ოცნების’’ წევრი აჰმედ იმამკულიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ამომრჩევლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აგორებულ ახალ პიარად აფასებს.

,,ახალი პიარი მოიგონეს რაღაც, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ არაფერი ცუდი არ ხდებოდა. ეს შედის ნაციონალური მოძრაობის ინტერესში და მოიგონეს ახალი პიარი’’, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ტურიზმის დეპარტამენტმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ორი წლის საქმიანობის ანგარიში დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ტურიზმის სექტორსა და მთავრობის წარმომადგ

ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა. „ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ ფერმერმა ნაკლები დანახარჯებით, უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პრ

რუსთავში ბებია და შვილიშვილი გაზით მოიწამლნენ

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები ბებია და შვილიშვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ინტოქსიკაციის ნიშნებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მათი მოწა

ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმ

პოლიციამ ქვემო ქართლში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძა

პოლიციამ ფოთში 49 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. განსაკუთრებით დიდი ო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`