უკან
პოლიტიკა
23 ოქტომბერი, 2017 15:15
ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ დაჭრილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩევნებში გაიმარჯვა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯეიხუნ ჩოიდაროვმა, რომელიც 20 ოქტომბრის ღამით დაჭრეს სოფელ ყიზილაჯლოში, თავდასხმის დროს, არჩევნებში გაიმარჯვა.
ცესკოს მონაცემებით, მან 1837 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 80.89%-ს შეადგენს. ის მარნეულის საკრებულოში შევა მაჟორიტარ დეპუტატად.
20 ოქტომბრის ღამით მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს მუცლის არეში. ამჟამად ის მკურნალობას გადის მარნეულის საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სულ თავდასხმელმა 5 ადამიანი დაჭრა.
ანა მებურიშვილი