უკან

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2019 11:20
font-size

კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა

3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

თსუ ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის ლადო ჭანტურიას ხელშეწყობით, თსუ ბიბლიოთეკას გერმანელი არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ტუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა გადმოეცა. კოლექციაში ძირითადად ხელოვნებათმცოდნეობის (ხელოვნების ისტორია, მხატვრული კრიტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, თეატრმცოდნეობა) მიმართულების ლიტერატურაა თავმოყრილი.

„ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკაა, უნიკალური და რთულად შესადგენი. ბიბლიოთეკა, სადაც უამრავი ალბომი, უამრავი ძველი წიგნი, ახალი გამოცემა არის შესული. ბიბლიოთეკა მართლაც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა სერიოზული კვლევა ჩაატაროს ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, 2017 წელს თსუ ბიბლიოთეკას გადმოეცა.

„ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. იმედი მაქვს, კლაუს შვაგერის ბიბლიოთეკას ხშირად გამოიყენებენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები,“- განაცხადა თსუ საპატიო დოქტორმა, კლაუს შვაგერის მეგობარმა, პროფესორმა კლაუს ჰოპტმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 3500-მდე საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის, უძვირფასესი საჩუქარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნადი ფონდისათვის.
„შინაარსობრივად ეს ლიტერატურა არის სახელოვნებათმცოდნეო. აქ წარმოდგენილია ლიტერატურა, რომელიც ეძღვნება იტალიურ რენესანსს, გერმანულ მაროკოს და ა.შ. ამ მიმართულებით ვისაც აინტერესებს კვლევა, ეს არის უძვირფასესი კოლექცია,“ – ზურაბ გაიპარაშვილი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში კეთილმოეწყო სივრცე, სადაც განთავსდა კლაუს შვაგერის პირადი კოლექცია. თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკას ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნადი ფონდი აქვს, იგი 4 მილიონამდე წიგნს მოიცავს.

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი