უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მარტი, 2017 12:35
font-size

კლდიაშვილის ქუჩაზე დამწვარი სახლის მობინადრეები შენობაში შესვლას ითხოვენ

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარ სახლთან მოსახლეობასთან ერთად მერიის და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც გამგებელმა აღნიშნა, დღის ბოლომდე მოხდება შენობის დათვალიერება, დაითვლება ზარალი და ამის შემდეგ გადაწყდება, დაექვემდებარება თუ არა სახლი რეაბილიტაციას.

„თბილსერვისჯგუფის დახმარებით, შენობიდან ყველაფერს გამოვიტანთ, რისი გადარჩენაც შეიძლება. ამის შემდეგ დაიწყება რეაბილიტაციის პროცესი. ის მობინადრეები, რომლებსაც მთლიანად დაეწვათ სახლები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინებით, ხოლო პირველ და მეორე სართულებზე მცხოვრებლები დაბრუნდებიან სახლებში,“-განაცხადა გამგებელმა.

მობინადრეები შენობაში შესვლას ითხოვენ, მაგრამ სამაშველო სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს, რადგან სახლის კედლები ჩამონგრეულია და იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის.

თბილისის მერიის განცხადებით, დღის ბოლომდე დაზარალებულებს სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილებენ.

თბილისში კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ხანძარმა 2000-2500 კვადრატულ მეტრიამდე მოიცვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში სიკვდილიანობა 8.3 პროცენტით გაიზარდა -საქსტატი

24 სექტემბერი, 2021 , 12:36

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა, მათ შორის 26 211 კაცი და 24 326 ქალი. ინფორმაციას სტა

2020 წელს საქართველოში შობადობა 3.7 პროცენტით შემცირდა -საქსტატი

24 სექტემბერი, 2021 , 12:16

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის დაიბადა 24 289 ბიჭი და 22 231 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.7 პრ

აზიის განვითარების ბანკი „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სესხის სახით 15-მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

24 სექტემბერი, 2021 , 11:55

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად და ქვეყანაში ვაქცინაციის პრ

კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევებიდან 518 თბილისში გამოვლინდა, იმერეთში - 325, კახეთში - 250

24 სექტემბერი, 2021 , 11:14

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 92, შიდა ქართლი – 72, გურია –

საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

24 სექტემბერი, 2021 , 10:38

საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 24 სექტემბერს იხსნება

23 სექტემბერი, 2021 , 16:14

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 24 სექტემბერს იხსნება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის პროე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი