უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2018 15:05
font-size

„კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კავშირი სხვა ეროვნულ სტრატეგიებთან“- ირმა ქავთარაძემ კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით „ღია დიალოგი კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ - „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) პროცესის ინიცირება“ გაიმართა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიღებული „პარიზის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელში „კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კავშირი სხვა ეროვნულ სტრატეგიებთან“. მან ისაუბრა საქართველოში მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე, ენერგოეფექტურობისა და მწვანე ზრდის წახალისების მიზნით სამინისტროში მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებზე. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ პროცესებში უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობასა და მხარდაჭერაზე.

როგორც ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, ვინაიდან „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტი გულისხმობს ეკონომიკის ყველა ძირითადი სექტორის მდგრად და კლიმატგონივრულ განვითარებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ პროცესებში როგორც ენერგეტიკისა და სამშენებლო სექტორების, ასევე მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტებისა და გრძელვადიანი ხედვების გათვალისწინებას, რათა მოხდეს ჩვენს ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება და საერთო მიზნების გამოკვეთა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი