უკან

საზოგადოება

8 იანვარი, 2018 13:45
font-size

კლუბ „არმიას“ ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა - თავდაცვის უწყება

თავდაცვის სამინისტრო სარაგბო კლუბ „არმიას“ აღარ დააფინანსებს. უწყების მტკიცებით, ამ ეტაპზე სამინისტროს პრიორიტეტებში არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება.

სამინისტრომ უარყო კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მას შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდეს. უწყებამ განმარტა, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში შეატყობინა ხელმძღვანელობას, რომ 2018 წლიდან „არმიას“ დაფინანსებას შეუჩერებდა.

„მოგახსენებთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ა(ა)იპ „სპორტული კლუბი არმიას“ ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას ოფიციალურად აცნობა.

შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია. 2017 წლის განმავლობაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია „არმიას“ ფინანსისტთან (ქ/ნ ნინო ზედგენიძესთან), სადაც მას ყოველივე ზემოაღნიშნული დეტალურად განემარტა. აღნიშნული ფაქტი ასევე ცნობილი იყო „არმიას“ პრეზიდენტისთვის ბ/ნ ზოდიკო ფარქოსაძისთვის.

სარაგბო კლუბ „არმიას“ წლიური დაფინანსება 400 ათას ლარს შეადგენს. აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების პრიორიტეტებში, ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კლუბის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო, გასულ წელს კლუბს სეზონის დასრულების შესაძლებლობა მაინც მიეცა“, - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სარაგბო კლუბ „არმიას“ მორაგბეები თავდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ დაფინანსების გაგრძელებას.

კლუბის პრეზიდენტმა, ზოდიკო ფარქოსაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

„ჩვენთვის არაფერი ცნობილი არ იყო ამდაგვარი და არც არანაირი წერილობითი მომართვა არ გაუვრცელებია ჩვენთვის და არც ჩავუყენებივართ საქმის კურსში. კონტრაქტი დადებული რომ იყო, მერე დაიწყო ამ გუნდის არა დაფინანსებაზე, არამედ სხვა უწყებაზე გადაცემაზე საუბარი. კერძო პირებიც იყვნენ იქ და ასევე, ერთ-ერთ სსიპ-ში უნდოდათ გადაყვანა, მაგრამ რეალურად, ეს არ განხორციელდა“, -თქვა ფარქოსაძემ.

როგორ გეგმავდნენ ივანიშვილის ჩამოშორებას კვირიკაშვილი და ხაზარაძე – ვიდეო

19 იანვარი, 2019 , 12:40

ტელეკომპანია “რუსთავი2“- ის  დღევანდელ შაბათის კურიერში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ აპირებდნენ პრემიერი კვირიკაშვილი და ბანკირი ხაზარაძე ივანიშვილის გადაგდებას.

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი, 2019 , 09:14

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში

სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში დახმარება არ გაუუქმდებათ

18 იანვარი, 2019 , 16:14

საქართველოს მთავრობის ინიციატივით სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ. მეორე წლის განმავლობაში კი, ყველა არამონეტარული შეღავა

ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების დეცენტრალიზაციას - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:59

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარდგენისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების დეცენტრალიზაცია ყველა მიმართულებით და სა

აფეთქება არ დასტურდება - „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება გეთიას ქუჩაზე დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით

18 იანვარი, 2019 , 15:31

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე

აუცილებელია პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:29

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიაში შემოვიდნენ ახალი კადრები, მოხდეს ახალგა