უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
საზოგადოება


კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს - დავით სერგეენკო
კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და აღნიშნულით ბოლო დღეებში ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ორივე ნარკოტიკისადმი მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი, რაც ზიანის შემცირებას გულისხმობს.
"ზოგადად ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ასეთი ცნება - კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი არ არსებობს. არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი მათ შორის არ არსებობს. ორივესადმი მიდგომა არის ერთნაირი - ზიანის მაქსიმალურად შემცირება და სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხს, მინისტრის თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.
სერგეენკომ პრეპარატ „ნალოქსონის“ რეცეპტული სისტემიდან ამოღებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს კითხვა საერთოდ არ უნდა გაჩენილიყო.
"ნალოქსონი“ არის სელექტიური, მიზანმიმართული ოპიატების მოქმედების შემაბრუნებელი, რევერსის მქონე მედიკამენტი. ხოლო ის ნარკოტიკები, რომელიც გამოიყენება, ძირითადად არის ფსიქოტროპული ჯგუფის, რომელზეც „ნალოქსონი“ არანაირი სახით არ მოქმედებს. პირიქით, შეიძლება სამედიცინო დახმარებამ აქცენტირება მცდარად გადაიტანოს „ნალოქსონის“ ძებნაზე და რეალური დამხარება დაიკარგოს,"- განაცხადა სერგეენკომ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:26

„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:18

დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
3 მარტი, 2021 , 17:25

გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
3 მარტი, 2021 , 17:00
საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
3 მარტი, 2021 , 16:00
„სად არის ვაქცინა“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი გაიმართა
3 მარტი, 2021 , 15:12