უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 იანვარი, 2017 14:10
font-size

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ევროსასამართლოში სიის არდამტკიცების ფაქტს გამოეხმაურა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სიის არდამტკიცების ფაქტს გამოეხმაურა.

კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი კანდიდატების შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიაში იყო წარმოდგენილი.

„როგორც გასაუბრებების მიმდინარეობისას, ასევე მოგვიანებით, კოალიციამ კომისიის სხვა წევრების, საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და ფართო საზოგადოების ყურადღება გაამახვილა იმ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე, რაც ახასიათებდა კომისიის მიერ განხორციელებულ კანდიდატთა შერჩევის პროცესს. აღნიშნული შენიშვნები და მოსაზრებები, კოალიციამ, ასევე გაუგზავნა ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს.

მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიის საქმიანობაში უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ გვაჩვენა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები, ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ - მიზნად ისახავდა, წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრას. სწორედ ამიტომ, ვთვლიდით, რომ ფაქტობრივად, აზრი დაეკარგა კომისიის მუშაობას და იმ მნიშვნელოვან ინიციატივას - შერჩევა განხორციელებულიყო გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის მეშვეობით - შინაარსი გამოეცალა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოგვიანებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელდა წარდგენილ სამკაციან სიაში კანდიდატის ჩანაცვლება ბუნდოვანი პროცედურისა და არგუმენტაციის საფუძველზე.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონკურსში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები და რჩევები, რაც დიდი ალბათობით, თავიდან ააცილებდა საქართველოს კანდიდატთა სიის ჩავარდნას ევროსაბჭოში.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს შესაბამისი კომიტეტი, სახელმწიფოების მიერ წარდგენილ სიას არ ამტკიცებს იშვიათ და უკიდურეს შემთხვევებში და, ძირითადად, ორი მიზეზის გამო: 1) ხელისუფლების მიერ ჩატარებული შიდა კონკურსი ხარვეზიანია და ვერ უზრუნველყოფს ღირსეული კანდიდატების შერჩევას; 2) კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატურების კვალიფიკაცია და სხვა თვისებები ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საქართველოს შემთხვევაში, ევროპის საბჭომ მიიჩნია რომ ყველა კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის კრიტერიუმს. ცხადია, ამგვარი ნეგატიური პრეცედენტი უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებოდათ შიდა შესარჩევი კონკურსის სათანადოდ ჩატარება და კვალიფიციური კანდიდატების შერჩევა.

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდოს იმ ნაკლოვანებებს, რაც ახასიათებდა აღნიშნული პროცესს და შესაბამისი ცვლილებები ასახოს ახალი კომისიის დაკომპლექტების, საქმიანობის წესის განსაზღვრისა და მუშაობის პროცესში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის სიჯანსაღეს და მის შესაბამისობას ევროსაბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.

კოალიცია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ხარვეზების დასაძლევად და დასახელებული მიზნების მისაღწევად“,-ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9 ივლისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქ

გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

9 ივლისი, 2020 , 11:55

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიები

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული მუხრანში დააკავეს

9 ივლისი, 2020 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვი

თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

9 ივლისი, 2020 , 10:30

თელავის საკრებულოს წევრი, რომელსაც ოჯახში ძალადობას ედავებიან, დაკავებულია. მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელი სახლიდან "კალაშნიკოვის" სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე ოჯახ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ შსს-ს გაუგზავნა მითითება, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა შეასრულოს - გიორგი გელხაური

8 ივლისი, 2020 , 16:29

გიორგი შაქარაშვილის საქმეში არასრულწლოვან ზ.ხ.-ის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, პროკურატურამ შსს-ს გაუგზავნა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა შეასრულოს. როგორც ადვოკატი აცხადებს, პროკურატურის მითი

გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ დაცვის თანამშრომელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8 ივლისი, 2020 , 15:35

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ვ.დ. დამნაშავედ ცნო.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე