უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
კოალიცია „ქართული ოცნება“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებასა და მასზე ფიზიკური ზეწოლას გმობს 20.05.2012 18:20

კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებით, კოალიცია დღეს თიანეთში ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებისა და მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტს გმობს.

კოალიცია „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჟურნალისტის დაკავების და მასზე ძალადობის ფაქტი მედიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის აშკარა გამოხატულებაა, რაც მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის.

კოალიცია „ქართული ოცნება“ მოუწოდებს სამართალდამცავებს, დროულად დაიწყოს მომხდარზე გამოძიება და ობიექტურად შეისწავლონ აღნიშნული საქმე, ასევე სათანადოდ აგოს პასუხი ყველა პირმა, ვისი მხრიდანაც ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას. კოალიცია „ქართული ოცნება“ ასევე მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება და მისცენ აღნიშნულ ინციდენტს სათანადო შეფასება.