უკან
უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
19 თებერვალი, 2019 12:50
კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ კობა დავითაშვილმა თავად განაცხადა.
შუალედური არჩევნები მთაწმინდის საარჩევნო ოლქში აპრილში გაიმართება.
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
ცნობილია ასევ, რომ მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიან სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი და ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია.