უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 იანვარი, 2021 19:38
font-size

კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის ნოემბერში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში, საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე, რომელიც კურირებდა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს. ზურაბ ადეიშვილმა დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები როგორიცაა ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები, ასევე ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება.

„2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ორჯერ იქნა დარბეული სამართალდამცავების მიერ, რა დროსაც განადგურდა აქციის გასამართად საჭირო აპარატურა. ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი რამოდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსებულმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათ ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.

სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში.

კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განაჩენით, ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი