უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 იანვარი, 2018 14:20
font-size

კობა გვენატაძე 2017 წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას ასახელებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენატაძე 2017 წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას ასახელებს.

კობა გვენეტაძე Facebook-ის თავის გვერდზე წერს, რომ ეკონომისტებს 2017 წლის შეფასებისთვის, სულ მცირე, სამი თვე კიდევ სჭირდებათ. თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემი უკვე ღირს აღნიშვნად.

"ერთ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, რომელმაც 2017 წლის მესამე კვარტალში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს - მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს მიაღწია. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის მერე ეს მაჩვენებელი საშუალოდ 8% იყო, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ამ მაჩვენებელს წმინდა საპროცენტო ხარჯებს გამოვაკლებთ, და ე.წ. პირველად მიმდინარე ანგარიშს შევხედავთ, ეს პარამეტრი პროფიციტული იქნება”, - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სებ-ის პრეზიდენტი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მიზეზებსაც განმარტავს.

მისი თქმით, ეს განპირობებული იყო 2017 წელს როგორც საქონლის, ასევე, განსაკუთრებით, მომსახურების (ტურიზმის) ექსპორტის ზრდით. ეს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გამოჯანსაღების შედეგი იყო.

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია, რაც, ერთდროულად, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე დადებითად მოქმედებს. ამ პარამეტრს, ასევე, დიდ ყურადღებას აქცევენ უცხოელი ინვესტორებიც ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს მიმზიდველობის შეფასებისას. ამდენად, მისი დაბალი დონე ამ მხრივაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - აცხადებს კობა გვენატაძე.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი