უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივნისი, 2022 16:33
font-size

კობა გვენეტაძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ისაუბრა იმ საერთაშორისო ფაქტორებზე, რაც ინფლაციაზე ახდენს გავლენას.

„მაშინ როდესაც, Covid-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვები კიდევ მეტად შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის და ნავთობის ფასების მკვეთრად ზრდა განაპირობა. ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა საქართველოზეც ახდენს გავლენას. ჩვენი პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირებას დაიწყებს და 2023 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საფინანსო სექტორში გატარებულ რეფორმებზე, რაც ხელს უწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების უფრო მეტად დაცვას. პრეზენტაციის შემდეგ კობა გვენეტაძემ მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი