უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 ივნისი, 2017 18:30
font-size

კობა გვენეტაძე ფინანსური ჩართულობის ალიანსის გენერალურ დირექტორს შეხვდა

20 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ჩართულობის ალიანსის (Alliance for Inclusion, AFI) გენერალური დირექტორი, ალფრედ ჰენიგი ეწვია. სტუმარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს შეხვდა.

სებ-ის ინფრმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთ-თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური განათლების მიმართულებით უკვე გატარებულ ღონისძიებებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიასა და ფინანსური სექტორის მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე. ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ეროვნული ბანკის AFI-ის "მომხმარებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და ბაზარზე ქცევის სამუშაო ჯგუფის" წევრობის ფარგლებში სხვა ქვეყნებთან მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარების შესახებ.

ფინანსური ჩართულობის ალიანსი განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და სხვა საზედამხედველო ორგანიზაციებისაგან შემდგარი გლობალური ქსელია, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით აამაღლოს ფინანსური ჩართულობის დონე, მათ შორის, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის უსაფრთხო, ფორმალურ ფინანსებზე წვდომის გაზრდის გზით. AFI ერთგვარი პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ზედამხედველებს შორის ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, ეფექტური პოლიტიკების განვითარება და დანერგვა.

ალფრედ ჰენიგი 2008 წლიდან ხელმძღვანელობს ფინანსური ჩართულობის ალიანსს. 2005-2008 წლებში ის ავითარებდა AFI-ის სტრუქტურასა და კონცეფციას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს შორის ფინანსური ჩართულობის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ემსახურება, მათ შორის, მოწინავე საზედამხედველო მიდგომებისა და წარმატებული მოდელების სხვადასხვა ქვეყნებში დანერგვის გზით.

AFI-ში მიმდინარე ეტაპზე 90-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა საზედამხედველო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. დამატებითი ინფორმაცია AFI-ს შესახებ შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ: http://www.afi-global.org/

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

17 ივნისი, 2019 , 15:08

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის - ეკატერინე მიქაბაძე

15 ივნისი, 2019 , 14:31

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არადისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე

შპს `ზიქსიფეის` საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

14 ივნისი, 2019 , 15:13

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის 2019 წლის 06 ივნისის N43 განკარგულების საფუძველზე, შპს "ზიქსიფეის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) საგადახდო მომსახურების პროვაიდე

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

14 ივნისი, 2019 , 14:58

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (15.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლი

თბილისში ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

14 ივნისი, 2019 , 11:51

თბილისში გამართულ ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსზე International Wine Competition ოქროს მედალი 26-მა ღვინომ დაიმსახურა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამასთან ერთად, ვერცხლის მედლით 52 და ბრინჯაოს მედლით 133 ღ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

13 ივნისი, 2019 , 12:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასოციაციის წევრებს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამის შესახებ &b

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!