უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2018 14:45
font-size

კობა გვენეტაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყანა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონის გახსნაში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის საჩუქრად გადასცა საკოლექციო ვერცხლის მონეტა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობისთვის გამოუშვა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვხმაურებოდით ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ქართული წიგნის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოვუშვით. მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი შევხვედროდი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და მისთვის გადამეცა ჩვენი საკოლექციო მონეტა, ასევე გამეცნო მონეტის დიზაინის შინაარსი. ვფიქრობ, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იყოს წარმოდგენილი მსგავს პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებებზე და ფართოდ წარმოაჩინოს უძველესი და მდიდარი ქართული კულტურა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და დაესწრო ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს, რომელიც სპეციალურად საქართველოს პავილიონის სტუმრებისთვის გაიმართა. პავილიონის მთავარი კონცეფცია ეფუძნება 33 ქართულ სიმბოლოს - „ანბანით მოთხრობილ საქართველოს" და მიზნად ისახავს დამთვალიერებელმა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია, როგორც თანამედროვე საქართველოს, ასევე მისი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი